აშშ-მა რუსეთის ოთხ მსხვილ ბანკს, მათ შორის VTB ბანკს სანქციები დაუწესა

Read Time:39 Second

აშშ-მა რუსეთის ოთხ მსხვილ ბანკს, მათ შორის VTB ბანკს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

სანქციების თანახმად, აშშ-ში აღნიშნული ბანკების ანგარიშები დაიბლოკება.

„ეს რუსეთის ეკონომიკისთვის სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს, როგორც დაუყოვნებლივ, ასევე დროთა განმავლობაში. ჩვენ მიზანმიმართულად შევიმუშავეთ ეს სანქციები რუსეთზე გრძელვადიანი გავლენის მაქსიმალურად გაზრდისა და შეერთებულ შტატებსა და ჩვენს მოკავშირეებზე ზემოქმედების შესამცირებლად“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ის, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ მიერ შეთანხმებული სანქციები შემდეგ საკითხებს ეხება:

  • რუსეთის შესაძლებლობის შეზღუდვა აწარმოოს ბიზნესი დოლარში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და იენში
  • რუსული არმიის დაფინანსების შესაძლებლობის შეჩერება
  • რუსეთის უნარის შემცირება კონკურენცია გაუწიოს მაღალტექნოლოგიურ 21-ე საუკუნის ეკონომიკას
  • სანქციები რუსულ ბანკებზე, რომლებიც ერთობლივად დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარის აქტივებს ფლობენ

„ჩვენ ასევე ვბლოკავთ კიდევ ოთხ მსხვილ ბანკს. ეს ნიშნავს, რომ ყველა აქტივი, რომელიც მათ ამერიკაში აქვთ, გაიყინება“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე სამადაშვილი – მთავრობისგან უარის თქმა პარლამენტში გამოცხადებაზე და კვორუმის ჩაგდება, მათი მხრიდან იქნება იმის განცხადება, რომ არ აქვთ გეგმაში საკუთარი ქვეყნების ინტერესების დაცვა
Next post გივი მიქანაძე: ხვალინდელი სხდომა, რომელიც მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ პოპულისტურ და მავნებლურ მიზნებს და არა უკრაინის მხარდაჭერას ემსახურება, არ და ვერ გაიმართება