სალომე ზურაბიშვილი: 2008 წელს ევროპის გარეშე თბილისის ოკუპაცია მოხდებოდა

Read Time:1 Minute, 4 Second

“საქართველოს ევროპული გზა გახლავთ ძირითადად ევროპული მზარდო ძალისხმევისა, როდესაც საქართველო თავის შემართებას აცხადებს, მას ეხმიანება დიდი დახმარება ევროპის მხრიდან წლების განმავლობაში და ველოდებით რა ისტორიულ გადაწყვეტილებას, მე აქ ვიმყოფები იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის მადლობა გადავცე ევროპას, რადგან ევროკავშირმა მხარდაჭერა გაუწია საქართველოს ქვეყნის აყვავების თვალსაზრისით ყველა სექტორში. საქართველოს ეკონომიკისთვის არსებობს ევროპული დახმარება და ევროპული ბაზრების გამოყენება საქართველოში ცხოვრების დონის ამაღლებას იწვევს.” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ რუსეთს ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის? ეს არის აბსოლუტურად ამორალური და აბსოლუტურად მიუღებელი. ევროკავშირი უზრუნველყოფს სტაბილურობას. როდესაც რუსული ტანკები შემოვიდა საქართველოში, ჩვენმა პარტნიორებმა ტრაგიკული მოვლენების შემსუბუქება შეძლეს. საფრანგეთის პრეზიდენტობის დროს ევროკავშირში, პრეზიდენტი ნიკოლას სარკოზი იყო შუამავალი და შეაჩერა რუსეთის სვლა საქართველოს ტერიტორიაზე. თუმცაღა, არ იყო საკმარისი ევროპული რეაქცია, რადგან რუსეთმა არ გადაუხადა შესაბამისი ფასი, მაგრამ ევროპის გარეშე თბილისის ოკუპაცია მოხდებოდა.

2008 წლიდან ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გახლავთ მექანიზმი, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს რუსეთის დესტაბილიზაციისა. ევროკავშირი მუდამ მხარს გვიჭერს მაღალ დონეზე დიპლომატიური მიმართულებით, შიდა და საგარეო თვალსაზრისით. ძალიან დიდი მადლობა აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს, მეგობრებს, მათი მუდმივად დახმარებისთვის.

მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ევროკავშირის მაღალი დონის დელეგაციების, წევრი ქვეყნების წარმომადგენლების ვიზიტები გახლავთ ყოველდღიური დემონსტრაცია ჩვენი სიახლოვისა, იმ მხარდაჭერისა, რომელიც მათ სჭირდებათ და მთავრობისთვის შემახსენებელია, რომ უნდა დააკმაყოფილონ ის მოთხოვნები, რომელიც შემდეგ ისტორიულ ნაბიჯებს გადაგვადგმევინებს“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

თარგმანის საქართველოს პირველი არხი

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იუსტიციის სამინისტროში ჟურნალ „იუსტიციის“ მეოთხე ნომრის პრეზენტაცია და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
Next post სალომე ზურაბიშვილი: ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობის მიმართ ჩემი მუდმივი გზავნილი იყო, მოესმინათ საკუთარი ხალხის ხმა და მოეხდინათ საარჩევნო დაპირებების რეალიზაცია