იუსტიციის სამინისტროში ჟურნალ „იუსტიციის“ მეოთხე ნომრის პრეზენტაცია და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

Read Time:34 Second

იუსტიციის სამინისტროში ჟურნალ „იუსტიციის“ მეოთხე ნომრის პრეზენტაცია და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

სამეცნიერო სტატიების გარდა, ჟურნალის ახალ ნომერში გამოქვეყნებულია მნიშვნელოვანი ინტერვიუები; სამართლის კლასიკად აღიარებული ნაშრომების ქართულენოვანი თარგმანები; სტატიები იმ პირთა შესახებ, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სამართლებრივი აზრის განვითარებაში.

სამეცნიერო სტატიების და ინტერვიუების ნახვა ჟურნალის ვებგვერდზეც არის შესაძლებელი.

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი რეგულირების საკითხებსა და ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებზეც იმსჯელეს. შედარებით – სამართლებრივ კონტექსტში განხილულ იქნა ხელოვნური ინტელექტის რეგულირების სფეროში მომზადებული პროექტები და ინოვაციური მიდგომები.

სხდომაზე ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ლეგიტიმაციის საკითხთან დაკავშირებული ნარკვევები და გაანალიზებული იქნა ხსენებული დოკუმენტის სამართლებლივი მოწესრიგების ძირითადი მახასიათებლები.

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი და საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: საქართველოს დღეს აქვს მშვიდობა, რომელიც გაცილებით რთული გადასატანია, ვიდრე ბევრი ომი
Next post სალომე ზურაბიშვილი: 2008 წელს ევროპის გარეშე თბილისის ოკუპაცია მოხდებოდა