მამუკა მდინარაძე: საქართველოს დღეს აქვს მშვიდობა, რომელიც გაცილებით რთული გადასატანია, ვიდრე ბევრი ომი

Read Time:44 Second

საქართველოს დღეს აქვს მშვიდობა, რომელიც გაცილებით რთული გადასატანია, ვიდრე ბევრი ომი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ამას არავის ვაყვედრით იმიტომ, რომ ვაკეთებთ ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ეს ჯდება ძალიან ძვირი იმ გაგებით, რომ რეგულარული შანტაჟის ობიექტი ხდება საქართველოს ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი. ეს შანტაჟი არა მხოლოდ ჩვენზე, არამედ პოლიტიკიდან გასულ ადამიანზეც კი ხორციელდება. ბიძინა ივანიშვილს სთხოვენ პოლიტიკაში შემობრუნებას და უბლოკავენ 2 მილიარდ დოლარს, საკუთარ თანხას. პარადოქსია, რომ ეს შვეიცარიული ბანკის საშუალებით ხდება. თითოეული ჩვენგანის მისამართით, პირველ რიგში პრემიერისა და პარტიის ხელმძღვანელის მისამართით, წარმოებს უბინძურესი პიარი, თითქოს საქართველოს ხელისუფლება არის პრორუსული. ამას აწარმოებენ ის ადამიანები, რომელთა მსგავსი რუსული საქმე ამ ქვეყანაში არავის უკეთებია. თავისი ომის დაწყების დაბრალებით, სამხედროებზე ომის დანაშაულის დაბრალებით, სტრატეგიული ობიექტების გაყიდვით და ა.შ. ესენი არიან აგენტები, რომლებმაც აკეთეს რუსული საქმე და დეკლარირება მოახდინეს ამ ყველაფრის პროდასავლურად. ფაშიზმი წარმოებს დემოკრატიის სახელით და მსგავსი მიდგომები საქართველოში არ გავა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
Next post იუსტიციის სამინისტროში ჟურნალ „იუსტიციის“ მეოთხე ნომრის პრეზენტაცია და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა