სალომე ზურაბიშვილი: ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობის მიმართ ჩემი მუდმივი გზავნილი იყო, მოესმინათ საკუთარი ხალხის ხმა და მოეხდინათ საარჩევნო დაპირებების რეალიზაცია

Read Time:1 Minute, 5 Second

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების სულისკვეთება, რომ საქართველოში გაუმჯობესდეს დემოკრატია და მოხდეს საქართველოს ტრაექტორიის დარეგულირება, არ უნდა გამოიყენონ როგორც იარაღი პოპულისტურმა ძალებმა, რომლებიც ცდილობენ, შექმნან ანტიევროპული ტენდენცია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობის მიმართ ჩემი მუდმივი გზავნილი იყო, მოესმინათ ხალხის ხმა, საკუთარი ხალხის ხმა და მოეხდინათ მათი საარჩევნო დაპირებების რეალიზაცია. უნდა მოხდეს 12 რეკომენდაციის შესრულება, მაგრამ უნდა მოხდეს უფრო მეტის გაკეთება. ეს არის ჩვენი ამოცანა შემდეგი წლებისთვის, რომ ჩვენ არ დავკარგოთ მეორე შანსი. ამას ქართველი ხალხი არ აპატიებს. ასევე, დემოკრატიული პოზიციის თვალსაზრისით, საქართველოს მოსახლეობის პოზიცია უნდა იყოს პატივნაცემი. ეს მეტყველებს სამოქალაქო საზოგადოების ძალაზე. საქართველოს მოსახლეობა არ დანებდება, არ დანებდება უკრაინის მიმართ სოლიდარობის მიმართულებით, ევროპულ მომავალთან დაკავშირებით და უკან არ დაიხევს თავისუფლებასთან დაკავშირებით. ამიტომაც ვარ ასეთი ოპტიმიზმით აღსავსე. ხოლო დროის საკითხია, რომ უკეთესობისკენ მოხდეს ცვლილება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, აუცილებელია საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

„რუსული კანონის ჩაგდება გახლავთ იმის მაჩვენებელი, რომ დემოკრატიული ნება ამ ქვეყნისა უნდა იყოს პატივნაცემი. ასევე საქართველოსთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსაფრთხოება, დაცვა რუსეთისგან, რომელიც აგრძელებს ოკუპაციას და ჰიბრიდული ომის წარმოებას საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. არავინ უნდა გაგზავნოს არასწორი სიგნალი, არ დატოვოს საქართველო და არ შექმნას საქართველოში რუხი ზონა. 2008-2014-2022 წლის გაკვეთილები გახლავთ, რომ ყოყმანს მაღალი ფასი აქვს და რუსეთი აწყდება რა დამარცხებას უკრაინაში, ჩვენ არ შეგვიძლია, რუსეთს ცდუნება შევუქმნათ, რომ სადღაც არის სუსტი წერტილები“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილი: 2008 წელს ევროპის გარეშე თბილისის ოკუპაცია მოხდებოდა
Next post ზურაბ ქადაგიძე: სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, თავი ზე პოლიტიკოსად წარმოაჩინოს, თუმცა რამდენად გამოსდის, ეს უკვე მეორე საკითხია