სალომე ზურაბიშვილი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა

Read Time:28 Second

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რუსთავში ჩავიდა.

სალომე ზურაბიშვილი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა და ქარხანაში არსებულ პირობებს გაეცნო.

„ჩემი სურვილი იყო აქაური საწარმოს დათვალიერება და თანამშრომლებთან შეხვედრა, რადგან პირველ რიგში გამეგო რა პირობებია, ვინაიდან, მინდა ევროპული სტანდარტების შემოტანა საწარმოებში. ეს საწარმო, ამ კუთხით არის ერთ-ერთი სამაგალითო, რომელიც ყველა სტანდარტს და ადამიანურ პირობას იცავს. ასევე, ეს არის თანამედროვე საწარმო, დასაქმებულია რუსთაველი მოსახლეობის დიდი ნაწილი. რეგიონების განვითარება კი ნიშნავს, რომ ადამიანების მიგრაცია შემცირდება, ამიტომ ეს არის მომავალი და ვისურვებ, რომ ასეთი ფორმით, ასეთი დაცულობით ბევრი სხვა საწარმო არსებობდეს საქართველოში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უსუფაშვილი „დროებითი პრეზიდენტის“ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ინიციატივით გამოდის
Next post ეკა ბესელია – სააკაშვილის ანტისემიტური განცხადება არის სირცხვილი