ეკა ბესელია – სააკაშვილის ანტისემიტური განცხადება არის სირცხვილი

Read Time:39 Second

ეს განცხადება არის სირცხვილი, – ასე აფასებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ პიარსპეციალისტის, მოშე კლუგჰაფტის მიმართ გაკეთებულ განცხადებას.

„სააკაშვილის მორიგი განცხადება ჰომოფობიური, ანტისემიტური და დისკრიმინაციული გამონათქვამის კლასიკური მაგალითია. ის, რაც ახლა, ბოლო გამოსვლის დროს ებრაელთა მიმართ გამოიყენა, ასეთი შეფასებები არის პირდაპირ დისკრიმინაციული, არის შეურაცხმყოფელი გამონათქვამი და ძალიან პრინციპულია, გაემიჯნოს ყველა ის ადამიანი, ვინც ასე არ ფიქრობს, ამ აზრს არ იზიარებს.

სირცხვილია ეს, დაუშვებელი და მიუღებელია ასეთი შეფასებები. სამწუხაროდ, პირველი არ არის, ალბათ, არც ბოლო იქნება, მაგრამ პრინციპული არის ის, რომ საზოგადოების მხრიდან სწორი, ჯანსაღი რეაქცია მოყვეს. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ისიც, გაემიჯნებიან თუ არა მისი თანამოაზრეები და მეგობრები მათი სულიერი ლიდერის ასეთ შეურაცხმყოფელ და ჰომოფობიურ განცხადებებს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პიარსპეციალისტის, მოშე კლუგჰაფტის შესახებ იასუბრა და მას ებრაელი აფერისტი უწოდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა
Next post ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება.