საკუთარი თავისთვის სამუდამო განაჩენი გამოაქვთ – დეკანოზი კეკელია საბერძნეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე

Read Time:36 Second

ღვთის კანონების წინააღმდეგ წასვლით, საკუთარი თავისთვის განაჩენი გამოაქვთ – ასე აფასებს ვაკის მაცხოვრის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი შალვა კეკელია საბერძნეთის მიერ მიღებულ კანონს, რომლის თანახმადაც საბერძნეთი პირველი მართლმადიდებლური ქვეყანა გახდა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეს“.

„ძალიან ცუდი და საშინელებაა. დაიღუპავენ თავს ამ ყველაფრით. ადამიანი, რომელიც ღვთის კანონის წინააღმდეგ მიდის, სამუდამოდ საკუთარი თავის განაჩენი გამოაქვს“, – ამბობს სასულიერო პირი .

ინფორმაციისთვის, საბერძნეთი პირველი მართლმადიდებლური ქვეყანა გახდა, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა.

კანონპროექტს საბერძნეთის პარლამენტის 176-მა წევრმა მხარი დაუჭირა, ხოლო 76-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. 46 დეპუტატი კენჭისყრას არ დაესწრო.

კენჭისყრის შემდეგ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კარიაკოს მაცოტაკისმა X-ში დაწერ, რომ ის „ამაყია იმით, რომ საბერძნეთი ევროკავშირის მე-16 ქვეყანა გახდა, რომელმაც ქორწინების თანასწორობა დააკანონა.

ამასთანავე, საბერძნეთში მიღებულ კანონს, ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზიც გამოეხმაურა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ქართველიშვილი: სანამ სააკაშვილის გადარჩენის ფასიან პროგრამაში არ ჩასვეს, აწ განსვენებული ნავალნი არც აპირებდა ქართველების წინაშე ბოდიშის მოხდას
Next post ალექსანდრე რაქვიაშვილი: 1 000-ლარიანი პენსიის დაპირება არის გაუაზრებელი პოპულიზმის კარგი მაგალითი, „ლელოს“ ვიღაც „პიარშიკებმა“ უთხრეს, რამე ასეთი დააბრეხვეთო და ამათაც დააბრეხვეს