თბილისში, ვერაზე სროლის შედეგად 3 ადამიანია დაჭრილი. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დაჭრილებს შორის ერთი, გამვლელი ქალია, ორი კი 17 და 18 წლის ბიჭები.
სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე ამ დრომდე, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

