საბერძნეთში განათლების რეფორმის წინააღმდეგ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა – „როიტერი“

Read Time:34 Second

საბერძნეთში განათლების რეფორმის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა, – ინფორმაციას  „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ათენის ცენტრში ათასობით სტუდენტმა და სხვა დემონსტრანტებმა მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეებს ეჭირათ ბანერები წარწერით: „არა საჯარო განათლების პრივატიზაციას!“.

პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამართალდამცველებს თავს დაესხნენ და მათ თავდასხმას ცრემლსადენი გაზის გამოყენებით უპასუხეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ათენში, ეგზარქიის რაიონში დემონსტრანტებმა ნაგვის კონტეინერები დაწვეს.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის კონსერვატიულმა მთავრობამ შეიმუშავა განათლების რეფორმის კანონპროექტი, რათა კარი გაუღოს იმ დაწესებულებებს, რომლებიც, მისი თქმით, იმუშავებენ როგორც უცხოური უნივერსიტეტების ფილიალები.

„როიტერის“ ცნობით, კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი ცუდად იმოქმედებს საბერძნეთის საჯარო უნივერსიტეტების ხარისხზე და კიდევ უფრო შეამცირებს სახელმწიფო დაფინანსებას საჯარო განათლებისთვის.

პარლამენტმა კანონპროექტს მიმდინარე თვეში უნდა უყაროს კენჭი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში, 2023 წელს ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 442 ადამიანი დაიღუპა
Next post ზურაბ ქადაგიძე: შევდივართ წინასაარჩევნო პერიოდში, სადაც მმართველმა ძალამ იმხელა პოლიტიკური სტანდარტი დააწესა, რომ ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება ამ თამასასთან მიახლოებაც კი