ზურაბ ქადაგიძე: შევდივართ წინასაარჩევნო პერიოდში, სადაც მმართველმა ძალამ იმხელა პოლიტიკური სტანდარტი დააწესა, რომ ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება ამ თამასასთან მიახლოებაც კი

Read Time:42 Second

„რა ცვლილებებს მოასწავებს სახელისუფლებო ძალაში მომხდარი საკადრო გადაადგილებები, ამ თემაზე „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ღარიბაშვილი პარტიის ლიდერის პოსტზე მმართველ გუნდს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას მოუტანს, კობახიძე კი, მთავრობის ლიდერის რანგში, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის გარანტი იქნება.

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების” თავმჯდომარე იქნება და შესაბამისად, ის უხელმძღვანელებს საარჩევნო კამპანიას, რამაც უნდა განაპირობოს დიდი გამარჯვება და მოიტანოს პოლიტიკური სტაბილურობა.

ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს საქართველოს მთავრობას და აღებული პოლიტიკური კურსის გაძლიერებით, უფრო მდგრად გარანტიებს შეუქმნის საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს. ბიძინა ივანიშვილი, საკუთარი ავტორიტეტითა და საზოგადოების მხრიდან გამოხატული ჭარბი ნდობით, იქნება შიდა თუ გარე უარყოფითი ფაქტორებისაგან დამზღვევი და სტაბილური პოლიტიკური პროცესების გარანტორი.

ასე რომ, შევდივართ წინასაარჩევნო პერიოდში, სადაც მმართველმა ძალამ, იმხელა პოლიტიკური სტანდარტი დააწესა, რომ ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება ამ თამასასთან მიახლოებაც კი განსაკუთრებით, კოლექტიურ ნაც-მოძრაობაში ყოფნით!“ – წერს ფეისბუკზე ზურაბ ქადაგიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საბერძნეთში განათლების რეფორმის წინააღმდეგ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა – „როიტერი“
Next post არჩილ თალაკვაძე – მთავრობას უხელმძღვანელებს ადამიანი, რომელიც თავად იყო საკონსტიტუციო რეფორმის ლიდერი, საინტერესო იქნება ირაკლი კობახიძის პარლამენტთან მუშაობა პრემიერის რანგში