არჩილ თალაკვაძე – მთავრობას უხელმძღვანელებს ადამიანი, რომელიც თავად იყო საკონსტიტუციო რეფორმის ლიდერი, საინტერესო იქნება ირაკლი კობახიძის პარლამენტთან მუშაობა პრემიერის რანგში

Read Time:41 Second

მთავრობას უხელმძღვანელებს ადამიანი, რომელიც თავად იყო საკონსტიტუციო რეფორმის ლიდერი, საინტერესო იქნება ირაკლი კობახიძის პარლამენტთან მუშაობა პრემიერ-მინისტრის რანგში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრს, მთავრობას სრულად აქვს და ექნება გააზრებული პარლამენტის როლი.

„სრულად ექნება გააზრებული პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე. დამატებითი უპირატესობა არის ისიც, რომ მთავრობას უხელმძღვანელებს ადამიანი, რომელიც თავად იყო საკონსტიტუციო რეფორმის ლიდერი, ინიციატორი და რომელმაც, პრაქტიკულად, უზრუნველყო, რომ საქართველო გადავიდა საპარლამენტო მმართველობის მოდელზე, სადაც არის პოლიტიკურ ძალებს შორის მეტი ინტერაქცია, მეტი ჩართულობით მიიღება გადაწყვეტილებები. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს, რომ პრემიერ-მინისტრებიც და მინისტრებიც უფრო ხშირად არიან პარლამენტში და უფრო აქტიურად მუშაობენ კომიტეტებთან, უფრო აქტიურად ერთვებიან დებატში. ამ მიმართულებით ირაკლი კობახიძეს აქვს დიდი გამოცდილება და უდავოდ საინტერესო იქნება მისი პარლამენტთან მუშაობა უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ ქადაგიძე: შევდივართ წინასაარჩევნო პერიოდში, სადაც მმართველმა ძალამ იმხელა პოლიტიკური სტანდარტი დააწესა, რომ ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება ამ თამასასთან მიახლოებაც კი
Next post მამუკა მდინარაძე: ახლა გუნდი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს