რუსეთმა ჩინეთს უკრაინის ომში სამხედრო და ეკონომიკური დახმარება სთხოვა

Read Time:39 Second

ამერიკის ოფიციალური პირების თქმით, რუსეთმა ჩინეთს სთხოვა, უკრაინის ომში სამხედრო აღჭურვილობით დაეხმაროს. ამის შესახებ New York Times წერს.

ოფიციალური წყაროს ინფორმაციით, რუსეთმა ჩინეთს, ასევე, სთხოვა დამატებითი ეკონომიკური დახმარება, რათა აღადგინოს ის ეკონომიკური ზარალი, რომელიც რუსეთს შეერთებული შტატების, ევროპისა და აზიის ქვეყნების მიერ დაწესებული ფართო სანქციებისგან მიადგა.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გააძლიერა პარტნიორობა პუტინთან და გვერდში დაუდგა მას მაშინ, როცა რუსეთი აძლიერებს სამხედრო კამპანიას, ანადგურებს ქალაქებს უკრაინაში და კლავს ასობით ან ათასობით სამოქალაქო პირს. ამერიკელი ოფიციალური პირები ყურადღებით აკვირდებიან ჩინეთს, იმოქმედებს თუ არა რუსეთის თხოვნაზე და დაეხმარება თუ არა მას.

„ჩვენ პირადად ვუკავშირდებით პეკინს, რომ რუსეთისთვის სანქციების თავიდან აცილების მცდელობებზე ან რუსეთის მიმართ მხარდაჭერაზე შედეგები ფართომასშტაბიანი იქნება“, – განაცხადა სალივანმა CNN-ის ეთერში.

სალივანს არ უხსენებია ჩინეთის რუსეთისადმი პოტენციური სამხედრო მხარდაჭერა, მაგრამ აშშ-ის სხვა ოფიციალური პირები ანონიმურად საუბრობდნენ რუსეთის თხოვნაზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბრიტანელი პოლკოვნიკი-დასავლელმა მოკავშირეებმა არ უნდა გამორიცხონ ვლადიმერ პუტინის მოკვლა
Next post უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტრომომარაგება აღდგა