უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტრომომარაგება აღდგა

Read Time:36 Second

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტრომომარაგება აღდგა. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი, გერმან გალუშენკო ავრცელებს ინფორმაციას.

უკრაინელი მინისტრის თქმით, ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგია „უკრენერგოს“ და ელექტრიკოსების ძალისხმევის შედეგად აღდგა, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად შესაძლო ბირთვული კატასტროფა გაანეიტრალეს.

„ახლად ამუშავებული ბირთვული ასამბლეის გაგრილების სისტემები ისევ ნორმალურად იმუშავებს და არა სარეზერვო ენერგიისგან. ხაზს ვუსვამ, რომ სადგური არის უკრაინის ენერგეტიკული ობიექტი და ჩვენ არ გვჭირდება არავის დახმარება ჩვენი ობიექტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ან აღდგენისთვის. დიახ, ჩვენი ენერგეტიკოსები მართლაც გმირები არიან, მაგრამ სამხედრო აგრესიის პირობებში ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია“, – აცხადებს გერმან გალუშენკო.

უკრაინის მთავრობის წარმომადგენელი ბირთვული ობიექტების დაცვისთვის დახმარებას ევროკომისიას, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს, გაერო-ს და ეუთო-ს სთხოვს. გალუშენკოს განცხადებით, საჭიროა, რუსმა ჯარისკაცებმა ატომური სადგური დატოვონ და უკრაინის ბირთვული ობიექტების ირგვლივ 30-კილომეტრიანი დემილიტარიზებული ზონა შეიქმნას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რუსეთმა ჩინეთს უკრაინის ომში სამხედრო და ეკონომიკური დახმარება სთხოვა
Next post ნანა კაკაბაძე: ნაციონალები საკუთარი ტელევიზიებით ფაშისტურ იდეოლოგიას ქადაგებენ