ბრიტანელი პოლკოვნიკი-დასავლელმა მოკავშირეებმა არ უნდა გამორიცხონ ვლადიმერ პუტინის მოკვლა

Read Time:50 Second

ბრიტანელი პოლკოვნიკის რიჩარდ კემპის განცხადებით, დასავლელმა მოკავშირეებმა არ უნდა გამორიცხონ ვლადიმერ პუტინის მკვლელობა. არმიის ყოფილმა მეთაურმა აღნიშნა, რომ ოსამა ბინ ლადენი, ისლამური სახელმწიფოს მეთაური აბუ ბაქრ ალ ბაღდადი და ირანის რესპუბლიკური გვარდიის სარდალი ყასემ სოლეიმანი, ყველა მათგანი მოკლეს, პუტინი კი „მუდმივ და სასიკვდილო საფრთხეს“ წარმოადგენს. ამის შესახებ the mirror წერს.

„ნატომ უნდა განიხილოს ყველა ვარიანტი მისი ხელისუფლებიდან ჩამოგდების მიზნით. ეს გულისხმობს, ასევე, მის მოკვლას“, – განაცხადა პოლკოვნიკმა რიჩარდ კემპმა, რომელიც ავღანეთში ბრიტანულ ჯარებს მეთაურობდა.

მან, ასევე, დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ომის დანაშაულისთვის ბრალი უნდა წარუდგინონ.

„საუკეთესო იქნება პუტინის გადაყენება, დაპატიმრება და გასამართლება რუსეთში ან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ოდესმე მოხდეს”, – აღნიშნა კემპმა.

არმიის მეთაურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობა შეიძლება მიუღებელი იყოს ბევრი ადამიანისთვის, ის, ასევე, შეიძლება იყოს ომის დასრულების და მომავალი კონფლიქტების თავიდან აცილების ერთადერთი გზა.

„თუ საქმე მკვლელობას ეხება, ეს შეიძლება ბევრისთვის არასასიამოვნო იყოს, მაგრამ მის სიცოცხლეს არ აქვს იმაზე მეტი ღირებულება, ვიდრე ათასობით ადამიანის სიცოცხლეს, რომელიც მან უკვე მოკლა უკრაინაში და სხვა ადგილებში და შეიძლება მოკლას მომავალში“, – განაცხადა რიჩარდ კემპმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ბათიაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: შეპყრობილია ერთადერთი მანიაკური იდეით, ბომბიც რომ ჩამოვარდეს, ყველაფერი აატრიალონ და ხელისუფლებაში მოვიდნენ
Next post რუსეთმა ჩინეთს უკრაინის ომში სამხედრო და ეკონომიკური დახმარება სთხოვა