ირაკლი ბათიაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: შეპყრობილია ერთადერთი მანიაკური იდეით, ბომბიც რომ ჩამოვარდეს, ყველაფერი აატრიალონ და ხელისუფლებაში მოვიდნენ

Read Time:47 Second

ჩვენს ოპოზიციას, რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ, ერთ ძალას ვგულისხმობ, შეპყრობილია ერთადერთი მანიაკური იდეით, ნებისმიერი რამ მოხდეს, ბომბიც რომ ჩამოვარდეს, ყველაფერი აატრიალონ და ხელისუფლებაში მოვიდნენ, – ამის შესახებ პროფესორმა, ფილოსოფოსმა ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ბათიაშვილმა არსებულ სიტუაციაში რადიკალური ოპოზიციის ქმედებებს სამარცხვინო უწოდა.

„ყველა ქვეყანაში, სხვადასხვა დროს, როდესაც ქვეყანა ასეთი კრიტიკული სიტუაციის წინაშე დგება, გვახსოვს, რომ უმრავლეს შემთხვევაში ყველა ოპოზიცია, როგორი დაპირისპირებულიც არ უნდა იყოს ხელისუფლებასთან, ამ დროს ერთ პოზიციას იკავებს – არა ვიწროპარტიკულარული ინტერესებით ხელმძღვანელობს, არამედ საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესებით.

ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს კატასტროფული ვითარება. როდესაც საუბარია მესამე მსოფლიო ომზე და ასე შემდეგ, ჩვენს ოპოზიციას, რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ – ერთ ძალას ვგულისხმობ, რომელიც პირდაპირ რევანშისტული იდეითაა შეპყრობილი, არ აინტერესებს არც მსოფლიოს ბედი, აღარ უკრაინელები, რაც მთავარია, არც ჩვენი ქვეყნის ბედი – შეპყრობილია ერთადერთი მანიაკური იდეით, ნებისმიერი რამ მოხდეს, ბომბიც რომ ჩამოვარდეს, ყველაფერი აატრიალონ – აი, ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ. ამას არავითარი ნიშნის მოგებით არ ვამბობ, ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა. როგორც ჩანს, თავად ამას ვერ აღიქვამენ“, – განაცხადა ბათიაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დომენიკ მანგო: დედაჩემის გვერდით უნდა იყოს ჩემი საფლავი
Next post ბრიტანელი პოლკოვნიკი-დასავლელმა მოკავშირეებმა არ უნდა გამორიცხონ ვლადიმერ პუტინის მოკვლა