რუსეთი უკრაინაში მებრძოლებს ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდანაც აგზავნის – უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური

Read Time:27 Second

„რუსეთი ე.წ. წვევამდელებს იღებს უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, გარდა ამისა, უკრაინაში აგზავნის დაქირავებულ მებრძოლებს ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, ასევე პატიმრებს რუსეთის ფედერაციის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან“, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.

„პერსონალის უდიდესი დანაკარგების და სარეზერვო ნაწილებისა და დანაყოფების რეკრუტირებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სარდლობა უკრაინაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობისთვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან და სასჯელაღსრულებიდან წამოყვანილ ხალხს აგზავნის.

რუსები მანამდე დაკავებული პოზიციების დაბრუნებას ცდილობენ, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევენ. მტერი აგრძელებს სარაკეტო იერიშებსა და დაბომბვას  ინფრასტრუქტურაზე, საცხოვრებელ ადგილებსა და აეროდრომებზე, ცინიკურად უგულებელყოფს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წესებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ ცნობს თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს
Next post რუსეთმა აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პოტენციური შედეგების შესახებ გააფრთხილა