კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ ცნობს თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს

Read Time:31 Second

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის კომენტარში, რომელიც მან გააკეთა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

ჰარცელის თქმით, ევროკავშირი არ ცნობს თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს.

„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში, 2022 წლის 12 მარტს ჩატარდა, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოებს, რომელშიც ის გაიმართა.

ევროკავშირი გააგრძელებს მისი არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ამ მხრივ სრულად ჩართულია“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე-საბედნიეროდ რუსული ნარატივი არც სტრასბურგის და არც ჰააგის სასამართლოებმა არ გაიზიარეს, რადგან ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ საქართველოს ინტერესები დაგვეცვა
Next post რუსეთი უკრაინაში მებრძოლებს ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდანაც აგზავნის – უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური