უნგრეთის პარლამენტმა კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება, მაქსიმუმ, რვა წლის ვადით იქნება შესაძლებელი. შეზღუდვა ვრცელდება თანამდებობის დატოვებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ხელახლა არჩევის შემთხვევაშიც.
როგორც მედია აღნიშნავს, ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს ხელისუფლებაში დაბრუნება აეკრძალება.
ცვლილება ვრცელდება ყველა პირზე, ვინც 1990 წლის 2 მაისიდან პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ ცვლილებებს „მიკერძოებად“ აფასებს და აღნიშნავს, რომ მსგავსი წესი ევროპის არცერთ საპარლამენტო დემოკრატიაში არ არსებობს.

