ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ აშშ-ისრაელის ერთობლივმა ოპერაციამ ირანის ბირთვული საფრთხე აღმოფხვრა, თუმცა „ბრძოლა არ დასრულებულა“.
„შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე, ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი. არც დღეს და არც ხვალ. ვიდრე მე ვარ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ეს არ მოხდება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერის თქმით, ისრაელმა, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, „ისრაელის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შეტევითი ოპერაცია“ განახორციელა, გაანადგურა ბირთვული ობიექტები, ირანელი ლიდერები, საზღვაო და საჰაერო ძალები.
ნეთანიაჰუს შეფასებით, ირანის ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანი ასეულობით მილიარდ, შესაძლოა, ტრილიონ დოლარამდე აღწევს.
„ჩვენ დავრჩებით უსაფრთხოების ზონებში იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა ჩვენი ქვეყნის დასაცავად“, – აღნიშნავს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ ისრაელი „უსაფრთხოების ზონებში დარჩება“ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა დონალდ ტრამპთან ურთიერთობაზეც და აღნიშნა, რომ ხშირად იზიარებენ ერთმანეთის პოზიციებს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ნაკლებად თანხმდებიან.

