ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ აშშ-თან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.
„მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ომის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დასაწყებად, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არის ფორმალიზებული“, – წერს ფეზეშქიანი სოციალურ ქსელში.
ირანის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა „ყველა სცენარისთვის“ მზადაა და მთავრობის მთავარი პრიორიტეტი „შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე“ ირანელი ხალხის ინტერესების დაცვა იქნება.
მასუდ ფეზეშქიანმა აღნიშნა, რომ მემორანდუმი თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებებისა და უწყვეტი მუშაობის შედეგია.
„თუ მისი ყველა დებულება სათანადოდ იქნება შესრულებული, ის, შეიძლება, ქვეყნისთვის საამაყო დოკუმენტად ჩაითვალოს“, – აცხადებს ფეზეშქიანი.

