როგორი სკვერი გაკეთდება ქეთევან წამებულის გამზირზე ავტოფარეხების ნაცვლად (ფოტორეპორტაჟი)

Read Time:25 Second

ისნის რაიონის გამგეობა, ავლაბარში, ქეთევან წამებულის გამზირი N76 და N76-ა კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მიმდინარე წელს ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით ავტოფარეხების დემონტაჟი ჩატარდა, თანამედროვე ტიპის სკვერს აწყობს.

პროექტის ფარგლებში, 700 კვ.მ ფართობზე რეკრეაციულ სივრცეში განთავსებული იქნება:

ბავშვთა გასართობი მოედანი სხვადასხვა ტიპის ატრაქციონებით

კალათბურთისა და ფეხბურთის მრავალფუნქციური სპორტული მოედანი

დაიდგმება დასასვენებელი სკამები

საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება

დამონტაჟდება გარე განათების სისტემა და ლამფიონები

ჩატარდება გამწვანების სამუშაოები

მოეწყობა თანამედროვე ავტოპარკინგი

პროექტი ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 87 890 ლარით დაფინანსდა, ხოლო სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თიკა რუხაძე კახა კალაძეზე: მშვიდად და ჩუმად მოდის ხოლმე… მერე ირკვევა, რომ ყველაფერი იცის, ყველა კარგ საქმეში გიდგას მხარში!
Next post თბილისის მერს დღეს დაბადების დღე აქვს