თიკა რუხაძე კახა კალაძეზე: მშვიდად და ჩუმად მოდის ხოლმე… მერე ირკვევა, რომ ყველაფერი იცის, ყველა კარგ საქმეში გიდგას მხარში!

Read Time:58 Second

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე თბილისის მერს კახა კალაძეს დაბადების დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„გილოცავთ!

მადლობა სასახლის სახელით! რეაბილიტაციის და კიდევ ჩვენი პროექტების მხარდაჭერით ყველაზე მაგარ საქმეს ამ ქალაქისთვის, ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის, ისტორიის შესანარჩუნებლად და კულტურული თვალსაზრისით… ასეთი რამე პრაქტიკულად ჯერ არ გაკეთებულა… მაგრად უნდა იყოთ თქვენს ოჯახთან ერთად! სხვანაირად არ გამოვა!!!

პატივისცემით, თიკა (მილოცვა აქ მთავრდება დანარჩენი ჩემს მეგობრებს უნდა მოვუყვე)

ამ ფოტოზე ის დღეა 2017-ის ზაფხულში, რომ მოვიდა სასახლეში… ისე მოვიდა „მზიურის“ პროექტზე… არც მინისტრი იყო და არც მერი… დაჯდა და გულიანად მოისმინა მთელი კონცერტი… instagram live-ც ჰქონდა. ისე, რა სიმღერაც მოეწონა, გადაიღო… ჩუმად იკითხა რაღაცები… რაც მოვასწარი, სიმღერებს შორის მოვუყევი ჩქარ-ჩქარა…. მე იმ დროს გიჟი ვიყავი (მგონი, არც ახლა ვარ დალაგებული), ახალი მისული და შეშლილი ვიყავი სასახლის პრობლემებით. მაშინ მეგონა, არაფერი ეშველებოდა ამ საქმეს… მალე გახდა თბილისის მერი… ისევ მშვიდად და ჩუმად მოდის ხოლმე… მერე ირკვევა, რომ ყველაფერი იცის დეტალებში… ყველა კარგ საქმეში გიდგას მხარში! მოკლედ, ახალგაზრდა კაცია, თბილისის მერია, კარგი ქმარი და მამაა, მაგარი ფეხბურთელია… ბიჭები ამბობენ – კარგი მეგობარიაო… მოკლედ… მე ერთი რამე ვიცი, რომ სასახლისთვის ყველაზე მაგარი ეტაპი დაიწყო მისი მერობის დროს! გაძლება, ჯანმრთელობა და წარმატება ეგეთ საამაყო ადამიანს!!!“ – წერსრუხაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილი – საქართველომ და აზერბაიჯანმა აჩვენეს, რომ ჩვენი რეგიონი არის ცენტრალური, სტაბილური და აქ სერიოზული ინვესტიციების განხორციელება შეიძლება
Next post როგორი სკვერი გაკეთდება ქეთევან წამებულის გამზირზე ავტოფარეხების ნაცვლად (ფოტორეპორტაჟი)