რიმა ბერაძე პრემიერს: ასეთ მნიშვნელოვან დროს, გიჭირავთ სახელმწიფოებრივი პოზიცია. იცავთ ჩვენს ღირებულებებს, ტრადიციებს და მტკიცედ დგახართ ქვეყანაში მშვიდობის და უსაფრთხოების დასაცავად

Read Time:1 Minute, 11 Second

მე ხელთ მაქვს თქვენი ვრცელი ანგარიში. მხოლოდ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში იმდენი მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს, არც კი ვიცი, რომელზე გავამახვილო ყურადღება, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა რიმა ბერიძემ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

რიმა ბერიძემ ვრცლად ისაუბრა იმ სოციალურ მიღწევებზე, რომელიც სახელმწიფოს აქვს. მისი თქმით, აღსანიშნავია, ღვიძლის ტრანსპლანტაციის სრულად დაფინანსების პროგრამა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარეობს.

,,აღსანიშნავია, ღვიძლის ტრანსპლანტაციის სრული დაფინანსება, რომელიც იმდენად ძვირადღირებული ოპერაციაა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას მკურნალობის იმედიც კი არ ჰქონდა; დახმარების პერმანენტული ზრდა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის; დემოგრაფიულ პრობლემებზე ზრუნვა. აუცილებლად აღნიშვნის ღირსია თქვენ მიერ დაწყებული „რეგიონების განვითარების პროგრამა“, რომელიც ძალიან ეტყობა რეგიონებს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კუთხით, არამედ საყოფაცხოვრებო მიმართულებით. ვიცით, რომ ამ წელს კიდეც 40 000 აბონენტის წყალმომარაგებაა დაგეგმილი. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც მოსახლეობის 95% მოიცავს. პროგრამა ემსახურება ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს და უკრაინიდან ომის შედეგად დევნილ მოქალაქეებსაც. 2022 წლიდან 1.5 მილიონი ლარის დახმარება გაეწიათ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებზე, ჩვენმა სახელმწიფომ 10 მლნ ლარზე მეტი გაიღო. დაიწყო 1 მილიარდი ლარის ღირებულების სკოლების რეაბილიტაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 800 სკოლის აღდგენა/რეკონსტრუქცია განხორციელდება. იგივე პროგრამა შემუშავდა ბაღებზეც. ბიუჯეტიდან გამოყოფილი 1.3 მილიონი ლარის ფარგლებში, 885 ბაღის მშენებლობა/რეაბილიტაციაა დაგეგმილი. მხოლოდ ჩუღურეთის რაიონში 2 განახლებული სკოლა ექნებათ ახალგაზრდებს: ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველაზე მთავარი ახლა ალბათ მაინც ისაა, რომ მსოფლიო პოლიტიკურად ასეთ მნიშვნელოვან დროს, გიჭირავთ სახელმწიფოებრივი პოზიცია (მამული, ენა, სარწმუნოება), იცავთ ჩვენს ღირებულებებს, ტრადიციებს და მტკიცედ დგახართ ქვეყანაში მშვიდობის და უსაფრთხოების დასაცავად. ამიტომ, მოსახლეობის დიდი იმედი ხართ,’’ – განაცხადა რიმა ბერიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერი: შემატყობინეს, რომ ჩვენი ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, რათა მიეხმარონ „ქურქუმალ ვაითს​“
Next post ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“: ეს არის ომის პარტია, რეგრესის პარტია, ეს არის პარტია, რომელიც დაკავშირებულია ყველანაირ მტრობასთან ჩვენი ქვეყნის მიმართ