პრემიერი: შემატყობინეს, რომ ჩვენი ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, რათა მიეხმარონ „ქურქუმალ ვაითს​“

Read Time:31 Second

შემატყობინეს, რომ ჩვენი ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, რათა მიეხმარონ ბატონ „ქურქუმალ ვაითს“, როგორც იგი თავად უწოდებს თავის თავს, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღეს ოპოზიციამ ბევრი კითხვა დასვა, თუმცა პასუხების მოსასმენად დარბაზში აღარ არიან.

„სამწუხაროა და ძალიან საწყენია, რომ ჩვენ დღეს არ გვყავს წარმოდგენილი ოპოზიცია, რომელმაც ძალიან ბევრი კითხვა დამისვა და კითხვებზე პასუხების მოსასმენად დარბაზში აღარ დაგვხვდნენ. შესაბამისად, ვიტოვებ უფლებას, რომ მათ აბსურდულ კითხვებს და მით უმეტეს შეურაცხყოფას არ გამოვეხმაურო, არ ვუპასუხო. მინდა, გითხრათ, რომ საზოგადოებისთვის მაინც შეიძლება, გავაკეთო რამდენიმე მათ გამონათქვამზე რეაგირება, რათა არ დარჩეს განცდა იმისა, რომ ჩვენ რაიმე კითხვას გავურბივართ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ყაველაშვილი: სად ბრძანდებოდა ბატონი მანჯგალაძე როდესაც წინა ხელისუფლება ქონებებს ართმევდა, პატიმრებს აუპატიურებდნენ და უამრავ საშინელებას სჩადიოდნენ, მან პირდაპირ შეაგინა “ნაციონალებს”
Next post რიმა ბერაძე პრემიერს: ასეთ მნიშვნელოვან დროს, გიჭირავთ სახელმწიფოებრივი პოზიცია. იცავთ ჩვენს ღირებულებებს, ტრადიციებს და მტკიცედ დგახართ ქვეყანაში მშვიდობის და უსაფრთხოების დასაცავად