ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“: ეს არის ომის პარტია, რეგრესის პარტია, ეს არის პარტია, რომელიც დაკავშირებულია ყველანაირ მტრობასთან ჩვენი ქვეყნის მიმართ

Read Time:49 Second

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ღიზიანდება, როდესაც მათ საკუთარ სახელს არქმევენ. ეს არის ჩვეულებრივი ომის პარტია, რომელსაც ქვეყნისთვის ცუდის მეტი არაფერი უნდა, ეს არის რეალობა და ამაზე მოუწია კიდევ ერთხელ პრემიერს აქცენტის გაკეთება – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მათ [ნაცმოძრაობამ] ყველაზე კარგად იციან, რომ მტრობენ ქვეყანას. ამას აკეთებდნენ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და ამას აკეთებენ ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში.

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ღიზიანდება, როდესაც მათ საკუთარ სახელს არქმევენ. ეს არის ჩვეულებრივი ომის პარტია, რომელსაც ქვეყნისთვის ცუდის მეტი არაფერი უნდა. ეს არის რეალობა და ამაზე მოუწია კიდევ ერთხელ პრემიერს აქცენტის გაკეთება. ამაზე ღიზიანდებიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, იმიტომ, რომ მათ ყველაზე კარგად იციან, რომ სინამდვილეში მტრობენ ჩვენს ქვეყანას. ამას აკეთებდნენ ისინი, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში 9 წლის განმავლობაში და ამას აკეთებენ ახლა, როდესაც არიან 11 წლის განმავლობაში ოპოზიციაში. მათ აღიზიანებთ, როდესაც ერქმევათ ის სახელი, რომელიც სინამდვილეში უნდა ერქვათ. ეს არის ომის პარტია, ეს არის რეგრესის პარტია, ეს არის პარტია, რომელიც დაკავშირებულია ყველანაირ მტრობასთან ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რიმა ბერაძე პრემიერს: ასეთ მნიშვნელოვან დროს, გიჭირავთ სახელმწიფოებრივი პოზიცია. იცავთ ჩვენს ღირებულებებს, ტრადიციებს და მტკიცედ დგახართ ქვეყანაში მშვიდობის და უსაფრთხოების დასაცავად
Next post პრემიერი: იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხელს აღმართავს ჩვენს პოლიციაზე, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი – არ მაინტერესებს მისი თმის ფერი, ორიენტაცია და არც არაფერი საერთოდ