რეჯეფ თაიფ ერდოღანი: მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც კიდევ ერთხელ გადმოგვცა თურქეთის მართვის პასუხისმგებლობა

Read Time:33 Second

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ქალაქ სტამბოლში მხარდამჭერებს მიმართა და აღნიშნა, რომ მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს, ვინც არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა.

„მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც კიდევ ერთხელ გადმოგვცა თურქეთის მართვის პასუხისმგებლობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ჩვენ დავასრულეთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩვენი ხალხის კეთილგანწყობით“, – განაცხადა ერდოღანმა.

ამასთან, როგორც მედია წერს, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მადლობას უხდის თურქ საზოგადოებას იმ „დემოკრატიის ფესტივალისთვის“, რომელიც ქვეყანამ არჩევნების დროს გამართა.

„ღმერთმა ქნას, ვიყო თქვენი ნდობის ღირსი, როგორც ეს იყო ბოლო 21 წლის განმავლობაში“, – აღნიშნა ერდოღანმა.

ერდოღანის თქმით, 14 და 28 მაისს გამართულ არჩევნებში გამარჯვებული ქვეყნის 85 მილიონი მოქალაქეა.

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი რადიკალურ ოპოზიციაზე: ხან ტალახიდან, ხან ნაფთალინიდან, ხან პოლიტიკური ნაგვიდან, პერიოდულად ვიღაცები წამყოფენ თავს და კვლავ ისევ დაპირისპირებაზე, სისხლისღვრაზე, შეჯახებებზე საუბრობენ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ვულოცავ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, საქართველოს დიდ მეგობარს თურქეთის ლიდერად ხელახლა არჩევას