გიორგი ვოლსკი რადიკალურ ოპოზიციაზე: ხან ტალახიდან, ხან ნაფთალინიდან, ხან პოლიტიკური ნაგვიდან, პერიოდულად ვიღაცები წამყოფენ თავს და კვლავ ისევ დაპირისპირებაზე, სისხლისღვრაზე, შეჯახებებზე საუბრობენ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა

Read Time:40 Second

ხან ტალახიდან, ხან ნაფთალინიდან, ხან პოლიტიკური ნაგვიდან, პერიოდულად ვიღაცები წამყოფენ თავს და კვლავ ისევ დაპირისპირებაზე, სისხლისღვრაზე, შეჯახებებზე საუბრობენ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „იმედის კვირას“ გივი თარგამაძის ცნობილ მუქარაზე, ასევე, რადიკალური ოპოზიციის ჩაშლილ გეგმებზე საუბრისას განუცხადა.

„გივი თარგამაძეზე ამდენი საუბარი არ ღირს, თორემ გივი თარგამაძეა მთლიანობაში ყველა. შესაძლოა, ოდნავ უკეთესია, ვიდრე ვთქვათ, ლევან ხაბეიშვილი. რითაც თავი დაგვამახსოვრა, ეს არის „სულს ამოგხდით!“, რითაც ცდილობს რომ თავი დაგვამახსოვროს ამან (ხაბეიშვილმა), ეს არის „ქურქუმალ ვაითი“ – მეტი არაფერი. ამის უკან არც ინტელექტი დევს, არც კუნთი, არც ძალა, მხოლოდ პროვოცირების ასეთი დაუოკებელი, გააფთრებული ჟინი და ინტერესი.

არ ვიცი რა ვუწოდო: ხან ტალახიდან, ხან ნაფთალინიდან, ხან პოლიტიკური ნაგვიდან, პერიოდულად ვიღაცები წამყოფენ თავს და კვლავ ისევ დაპირისპირებაზე, სისხლისღვრაზე, შეჯახებებზე საუბრობენ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა ჩვეულებრივად, მათ შორის უკრაინიდან გეგმავდა ასეთი განვითარების ორგანიზებას საქართველოში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძემ ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით ჰააგის კონვენციას მოაწერა ხელი
Next post რეჯეფ თაიფ ერდოღანი: მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც კიდევ ერთხელ გადმოგვცა თურქეთის მართვის პასუხისმგებლობა