რატი ბრეგაძემ ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით ჰააგის კონვენციას მოაწერა ხელი

Read Time:45 Second

იუსტიციის მინისტრმა სამოქალაქო და კომერციულ საკითხებზე საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვის საკითხები ჰააგის კონფერენციის წარმომადგენლებთან განიხილა.

იუსტიციის სამინისტრო ჰააგის კონფერენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს საერთაშორისო კონვენციების იმპლემენტაციას, რომლის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ევროკავშირის წევრ და სხვა სახელმწიფოებში დაიცვან სამართლებრივი ინტერესები, როგორიცაა, სხვებს შორის, ოფიციალური დოკუმენტების მიღება და ჩაბარება; სასამართლო დავების წარმოება და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება; საოჯახო დავების შემთხვევაში ბავშვთა ინტერესების დაცვა.

ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა ხელი მოაწერა „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახური რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციასა და „რჩენის ვალდებულებების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმს. კონვენციისა და ოქმის რატიფიკაციის შემდეგ ბავშვთა სასარგებლოდ ალიმენტის მიღება შესაძლებელი გახდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშობლები სხვა სახელმწიფოებში იქნებიან.

კონვენციასთან შეერთება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან და ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარეობს და ის ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთიან სამართლებრივ სივრცეში საქართველოს თანამშრომლობასა და ბავშვთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე: საქართველოს კურსი გახლავთ უცვლელი და, რა თქმა უნდა, ის იყურება ევროპისკენ
Next post გიორგი ვოლსკი რადიკალურ ოპოზიციაზე: ხან ტალახიდან, ხან ნაფთალინიდან, ხან პოლიტიკური ნაგვიდან, პერიოდულად ვიღაცები წამყოფენ თავს და კვლავ ისევ დაპირისპირებაზე, სისხლისღვრაზე, შეჯახებებზე საუბრობენ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა