მიხეილ სარჯველაძე: საქართველოს კურსი გახლავთ უცვლელი და, რა თქმა უნდა, ის იყურება ევროპისკენ

Read Time:32 Second

საქართველოს კურსი გახლავთ უცვლელი და, რა თქმა უნდა, ის იყურება ევროპისკენ, ამიტომ არც მოწოდებაა ამასთან დაკავშირებით საჭირო და არც რაიმე დამატებით განცხადება სჭირდება, – ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია 2012 წლიდან ცდილობს დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოება, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა თითქოს პრორუსულია.

„მახსოვს, როცა ერთ-ერთი ევროპარლამენტარი დიდაქტიკურად მოგვიწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას და გვახსენებდა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. მაგრამ იქვე აუცილებლად უნდა ეთქვა სიცხადისთვის, რომ ეს ის მუხლია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში სწორედ ამ ხელისუფლებამ ჩაწერა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველას ახსოვდეს. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული ოპოზიცია ამით ატყუებს მთელს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ თითქოს პრორუსულია ეს ხელისუფლება“, – ამბობს სარჯველაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: „გირჩი“, „ლელო“, გახარიას პარტია, ვაშაძე – ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
Next post რატი ბრეგაძემ ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით ჰააგის კონვენციას მოაწერა ხელი