ირაკლი კობახიძე: „გირჩი“, „ლელო“, გახარიას პარტია, ვაშაძე – ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

Read Time:28 Second

კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შუაშისტებად პოზიციონირება სრული სიყალბე იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ „ნაციონალური მოძრაობასთან“ დაახლოებულ, რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განუცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ – კეზერაშვილი-მერაბიშვილი-ხაბეიშვილი და არსებობენ „ნაცმოძრაობასთან“ პირდაპირ დაკავშირებული პოლიტიკური ძალები. ეს არის იგივე „გირჩი“, „ლელო“, გახარიას პარტია, ვაშაძე და ასე შემდეგ. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც შესაძლოა, დააპოზიციონიროს ვიღაცამ, როგორც ფსევდოშუაშისტური პოლიტიკური ძალა. საზოგადოების მხრიდან ეს არ იქნება სწორი აღქმა, თუ ისინი იქნებიან აღქმული შუაშისტებად. სინამდვილეში, ეს ყველა არის „ერთიანი ნაციონალისტური მოძრაობა“, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მათი შუაშისტებად დაპოზიციონირება სრული სიყალბე იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თურქეთის უმაღლესი საარჩევნო კომისია: წინასწარი შედეგებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანი ლიდერობს
Next post მიხეილ სარჯველაძე: საქართველოს კურსი გახლავთ უცვლელი და, რა თქმა უნდა, ის იყურება ევროპისკენ