რეალმა” მეორე ტაიმში “ბარსელონა” დაჯაბნა და დამსახურებულად გაიმარჯვა

Read Time:1 Minute, 3 Second

ლა ლიგას 26-ე ტურში “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ბარსელონა” 2:0 დაამარცხა.

 

პირველ ტაიმში უფრო მეტი მომენტი სტუმრებს ჰქონდათ: გრიზმანმა ბურთი მიზანს ააცილა, ხოლო არტურსა და მესის გოლის გატანა კურტუამ არ დაანება. ბელგიელმა პრიმერაზე უკანასკნელი 36 დარტყმული ბურთიდან 30 მოიგერია.

 

მეორე ტაიმი “სამეფო გუნდმა” უფრო აქტიურად დაიწყო და ისკოს დარტყმული ბურთი ცხრიანიდან ტერ შტეგენმა “გამოაძრო”. მე-60 წუთზე ისკოს თავური ზედ კარის ხაზიდან პიკემ გამოიტანა, შემდეგ ბენზემამ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს. მერე პირისპირ გასულ სერხიო რამოსს აუღო “ბარსას” გოლკიპერმა. ცოტა ხანში მომენტი კატალონიური

გუნდის ახალწვეულმა ბრეიზვეითმა ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ გამოიყენა ვინისიუსმა, რომელმაც მახვილი კუთხიდან რიკოშეტით დალაშქრა მეტოქის კარი. მან “ბარსელონასთან” 424-წუთიანი უგოლო სერია შეწყვიტა. შეცვლაზე შესულმა მარიანო დიასმა კომპენსირებულ დროში მეორედ დაამწუხრა მეტოქე და – 2:0.

 

უთუოდ უნდა აღინიშნოს გამარჯვებაში “რეალის” მწვრთნელ ზიდანის როლი, რომელმაც დაინახა რა, მოწინააღმდეგე გუნდის დაცვის ფლანგზე სემედუს სისუსტე, სწორედ იმ ფრთაზე დაავალა შეგირდებს დაწოლის გაძლიერება და ამან შედეგი გამოიღო.

 

სერხიო რამოსმა 44-ე კლასიკოში მიიღო მონაწილეობა, მესიმ 43-ეში, ისინი თავიანთი გუნდების რეკორდსმენები არიან.

 

ბენზემამ “რეალში” ყველა ტურნირზე მე-500 მატჩი ჩაატარა. მას 240 გოლი აქვს გატანილი.

 

მატჩს “იუვენტუსის” თავდამსხმელი რონალდო დაესწრო, რომლის გუნდის შეხვედრა “ინტერთან” კორონავირუსის გამო გადაიდო.

 

“რეალი” 56 ქულით ლიდერია და “ბარსელონას” 1 ქულით უსწრებს.

 

მადრიდი. “სანტიაგო ბერნაბეუ”. 78 357 მაყურებელი

რეალი – ბარსელონა 2:0

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რომი-ქუთაისის რეისიდან ერთი მგზავრი დაკვირვების მიზნით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
Next post იტალიის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები 50 პროცენტით გაიზარდა