რომი-ქუთაისის რეისიდან ერთი მგზავრი დაკვირვების მიზნით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

Read Time:25 Second

 

რომი-ქუთაისის რეისიდან ერთი

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში რომი-ქუთაისის რეისით ჩამოფრენილი ერთი მგზავრი დაკვირვების მიზნით ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მგზავრს მაღალი ტემპერატურა არ აღენიშნებოდა, თუმცა სამოგზაურო ისტორიიდან გამომდინარე, მედიკოსებმა მისი გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

რეისით სულ 122 ადამიანმა იმგზავრა. მგზავრები ამბობენ, რომ ყველა მათგანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი თქმით,საქართველოში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია, ქალაქ რომში კი პანიკა არ შეინიშნება და ყველა დაწესებულება ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

მგზავრებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს და სპეციალური ბლანკები შეავსეს, სადაც მათი მონაცემები დააფიქსირეს.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებული 42 ათასზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა
Next post რეალმა” მეორე ტაიმში “ბარსელონა” დაჯაბნა და დამსახურებულად გაიმარჯვა