რა ქონებას ფლობენ თაკო ჩარკვიანი და მისი ოჯახის წევრები დეკლარაციის მიხედვით

Read Time:5 Minute, 41 Second
თბი­ლის­ში, აბას­თუმ­ნის N1-ში 2003 წელს “ნა­ტუ­რით გა­და­ცე­მულ“ კო­მერ­ცი­ულ ფართს ფლობს;
არის 2019 წელს შე­ძე­ნი­ლი და 90 000 დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი, 1095 კვ.მ ბი­ნის თა­ნამ­ფლო­ბე­ლი, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში, ზაურ ბოლ­ქვა­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს.
ფლობს ქ. თბი­ლის­ში, პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე 102 500 დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბულ 251. 04 კვ.მ. ფარ­თო­ბის ბი­ნას.
2019 წელს ჩარ­კვი­ა­ნის­თვის უჩუ­ქე­ბი­ათ მი­წის ნაკ­ვე­თი სა­გუ­რა­მო­ში.
ასე­ვე მის სა­კუთ­რე­ბა­შია პე­კი­ნის N2 -ში მდე­ბა­რე 21 კვ.მ ავ­ტო­ფა­რე­ხი და ამა­ვე მი­სა­მარ­თზე მდე­ბა­რე 142. 47 კვ.მ ბინა, შე­ფა­სე­ბუ­ლი 120 000 დო­ლა­რად.
ჩარ­კვი­ანს 2009 წელს, შე­უ­ძე­ნია 634 600 დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი თბი­ლის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო გზა – ახ­მე­ტე­ლი­სა და ლუბ­ლი­ა­ნას ქუ­ჩებს შო­რის (6346 კვ.მ).
ამა­ვე წელს მას ნა­ყი­დი აქვს, ამა­ვე მი­სა­მარ­თზე მდე­ბა­რე 2 000 კვ.მ ფარ­თო­ბის კი­დევ ერთი მი­წის ნაკ­ვე­თი, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 200 000 აშშ დო­ლა­რია.
2018 წელს ჩარ­კვი­ანს უყი­დია ასე­ვე პე­კი­ნის N2 -ში მდე­ბა­რე 25,5 კვ,მ ავ­ტო­ფა­რე­ხი.
თა­მარ ჩარ­კვი­ა­ნი შე­ზღუ­დუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა, შპს “ქარ­თუ­ლი სი­ტყვის“ 100%-იანი და უვა­დო მე­წი­ლეა.
მას 2020 წლის 1 -ლი იან­ვრი­დან იმა­ვე წლის 29 თე­ბერ­ვლამ­დე შპს მორ­კი­ნა­ლი 2014-ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა და ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ხით 5880 ლარი აქვს მი­ღე­ბუ­ლი.
ის ასე­ვე, 2020 წლის 1 -ლი იან­ვრი­დან 2020 წლის 31 დე­კემ­ბრამ­დე, სა­ქარ­თვე­ლოს “სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცია – ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბის კო­ლექ­ტი­ურ სა­ფუძ­ველ­ზე მმარ­თველ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში“ სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის მიმ­ღე­ბად მუ­შა­ობ­და, რა­შიც მი­ღე­ბუ­ლი აქვს 3383,9 ლარი.
ასე­ვე 2020 წლის 1-ლი იან­ვრი­დან 2020 წლის 31 დე­კემ­ბრამ­დე შპს ჯი ემ აი-ს გა­უ­წია მომ­სა­ხუ­რე­ბა, რა­შიც 2416 ლარი გა­და­უ­ხა­დეს.
რაც შე­ე­ხე­ბა მისი მე­უღ­ლის ქო­ნე­ბას, ჯონი გი­გა­ნი ფლობს კო­მერ­ცი­ულ ფართს – 63,11 კვ.მ თბი­ლის­ში, აბას­თუ­მა­ნის N1-ში.
2014 წელს შე­ი­ძი­ნა Mercedes – benz GL.
2012 წლი­დან არის შე­ზღუ­დუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა შპს ინ­ტეგ­რალ პეტ­რო­ლი­უ­მი სა­ქარ­თვე­ლოს 100%-იანი და უვა­დო მე­წი­ლე.
2014 წლი­დან შპს ” -მორ­კი­ნა­ლი 2014 სა­ქარ­თვე­ლოს” 100 %-იანი მე­წი­ლე.
2011 წლი­დან შპს თბი­ლი­სის “პირ­ვე­ლი კლი­ნი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს“ 90%-იანი მე­წი­ლეა. და­ნარ­ჩენ 10% -ს და­ვით გი­გა­ნი ფლობს.
2012 წლი­დან შპს “მორ­კი­ნა­ლი 2002“ -ის 70%-იანი მე­წი­ლეა.
2012 წლი­დან ასე­ვეა შპს ბრა­ზი­ლი­ურ-ქარ­თუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფეხ­ბურ­თო სა­ა­გენ­ტოს 50%-იანი მე­წი­ლე.
2013 წლი­დან შპს “J & D სა­ქარ­თვე­ლოს“ 50%-იანი მე­წი­ლე.
2003 წლი­დან შპს ‘ბიზ­ნეს­ცენ­ტრი სა­ქარ­თვე­ლო 1″ -ს 51%-იანი მე­წი­ლე.
2007 წლი­დან არის შპს “მშე­ნინ­ვეს­ტი 2007“ -ის 40 %-იანი მე­წი­ლე.
2005 წელს შპს “7 არხი სა­ქარ­თვე­ლოს“ 51 %-იანი, უვა­დო მე­წი­ლე გახ­და.
1997 წლი­დან არის შპს “მორ­კი­ნა­ლი 2“ -ის 35 %-იანი უვა­დო მე­წი­ლე.
2010 წელს შპს “მორ­კი­ნა­ლი 2010“ -ის 100%-იანი უვა­დო მე­წი­ლეა.
2014 წელს და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია შე­ზღუ­დუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის უვა­დო მე­წი­ლედ, იგი 50%-ს ფლობს.
2014 წელს და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი აქვს შპს ჯნ ჯგუ­ფი სა­ქარ­თვე­ლო.
2017 წლი­დან შპს “რეკე სა­ქარ­თვე­ლოს“ 55%-იანი უვა­დო მე­წი­ლეა.
2017 წლის 24 მარ­ტი­დან გახ­და შპს “ლახი სა­ქარ­თვე­ლო“-ს 51%-იანი უვა­დო მე­წი­ლე.
2018 წლის 30 იან­ვარს სა­ჯა­რო რე­ესტრში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მე­წარ­მედ.
თაკო ჩარ­კვი­ა­ნის ქა­ლიშ­ვილს ირმა გი­განს 2013 წელს ჩუ­ქე­ბის წე­სით მი­ღე­ბუ­ლი აქვს თბი­ლის­ში, პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე 140,7 კვ.მ ფარ­თო­ბის ბინა.
2020 წლის 16 აგ­ვის­ტოს, უცხო ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კონ­ცერ­ტე­ბი­დან შე­მო­სავ­ლის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი აქვს 800 ევრო. 2020 წლის 18 ნო­ემ­ბერს კი უცხო ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კო­რე­პე­ტი­ტო­რო­ბით გა­მო­ი­მუ­შა­ვა 500 ევრო.
სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ არც თაკო ჩარ­კვი­ანს და არც მის მე­უღ­ლეს დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, მისი შევ­სე­ბის მო­მენ­ტში, სა­ქარ­თვე­ლოს ან სხვა ქვეყ­ნის სა­ბან­კო ან/და სხვა საკ­რე­დი­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში არ­სე­ბულ ან­გა­რი­შებ­ზე თან­ხა არ აღე­ნიშ­ნე­ბათ.
შე­გახ­სე­ნებთ, თაკო ჩარ­კვი­ან­მა 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტი „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლის“ ბლო­კით მო­ი­პო­ვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ ქადაგიძე: განცხადების გამო, რომ სააკაშვილის ციხიდან გამოყვანა მეორეხარისხოვანია, სავარაუდოდ ხვალ ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარეობიდან გადააყენებენ
Next post ლაშა ხუციშვილი – საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ გაეზრდებათ ანაზღაურება კერძო სექტორში დასაქმებულებს