რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კლინკები იმისთვის, ვაქცინაცია ჩაატაროს – თამარ გაბუნიას კომენტარი

Read Time:46 Second

პრიორიტეტული ვაქცინაცია შეეხება სრულიად ყველას. ეს არ არის ქალაქებზე ორიენტირებული. 3 ქალაქი გამოყოფილია იმისთვის, რომ იქ მოხდეს უშუალოდ ვაქცინიაცია ანუ ვაქცინის ადმინისტრირება მოხდება დიდ საავადმყოფოებში. ნებისმიერ შემთხვევაში ყველას ექნება შესაძლებლობა პირველივე ეტაპზე ჩაიტაროს ვაქცინაცია, მაგრამ ის უნდა იყოს მაღალი რისკის ჯანდაცვის პროფესიონალი. ეს შეეხება მეტად რეანიმაციის თანამშრომლებს, სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების თანამშრომლები. საუბარია იმათზე, ვინც უშუალო კონტაქტში არიან კოვიდინფიცირებულებთან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მომზადების გეგმა ითვალისწინებს კლინკების შერჩევას და შერჩევისთვის მთავრობის მიერ განსაზღვრული მოთხოვნებია, რასაც კლინიკა უნდა აკმაყოფილებდეს.

„აქ გათავლისწინებულია რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურული მოთხოვნები, რომ ფართი უნდა იყოს საკმარისი. სულ მცირე სამი ბრიგადა უნდა მუშაობდეს ერთ დაწესებულებაში, რომ ნაკადები არ შეფერხდეს ვაქცინის მისწოდების პროცესში. ასევე უნდა იყოს ცალკე შესასვლელი. აგრეთვე უნდა იყოს გვერდითი მოვლენების მართვის შესაძლებლობა და ამასთან დაკავშირებით ტრენინგები მიმდინარეობს. გვერდითი მოვლენები ყველა ვაქცინას ახასიათებს, თუმცა ძალიან იშვიათად არის მსალოდნელი გვერდითი მოვლენები „პფაიზერის“ ვაქცინის ფონზე. ასევე კარგი შედეგები აქვს ამ მიმართულებით „ასტრაზენეკასაც“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კელი დეგნანი: თუ პარტიების ლიდერები პირველ ადგილზე საქართველოს ინტერესებს დააყენებენ, ეს პარლამენტში მუშაობის დაწყებას წაახალისებს
Next post ირაკლი ხმალაძე: ვაკის პარკში სასტუმროს აშენება დაუშვებელია