კელი დეგნანი: თუ პარტიების ლიდერები პირველ ადგილზე საქართველოს ინტერესებს დააყენებენ, ეს პარლამენტში მუშაობის დაწყებას წაახალისებს

Read Time:48 Second

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ქვეყნის ეროვნული ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებაა. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა, სადაც არჩილ თალაკვაძის წლიური ანგარიშის წარდგენას ესწრებოდა.

„ჩვენ ველოდებით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას მთავრობასთან, სამოქალაქო სექტორთან და მედიასთან. იმედი გვაქვს, რომ საქართველო ამ გამოწვევებით აღსავსე წელს გაივლის. გუშინ გაჩნდა შესაძლებლობა, რომელიც პარტიებს მისცემს მეტ დროს, რათა გადაჭრან უთანხმოება. ჩემი აზრით, გამოსავალი შესაძლებელია იყოს ნაპოვნი, თუ ყველა პარტია პირველ ადგილზე დააყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა დეგნანმა​​.

მისი აზრით, საზოგადოების პრობლემებმა პოლიტიკოსები გამოსავლის პოვნისა და პარლამენტში მუშაობის დაწყებისკენ უნდა წაახალისოს.

„ჩემი აზრით, თუ პარტიების ლიდერები პირველ ადგილზე დააყენებენ საქართველოს ინტერესებს და მოუსმენენ მათ ამომრჩეველს, რომელიც წუხს მაღალ ფასებზე, სიღარიბესა და COVID-19-ის ეკონომიკურ შედეგებზე, ჩემი აზრით, ამ თემების მნიშვნელობა წაახალისებს მათ კომპრომისისკენ და გამოსავლის პოვნისკენ, პარლამენტში დაბრუნებისკენ და მუშაობის დაწყებისკენ. ყველაფერი დიდწილად დამოკიდებულია პარტიების ლიდერებზე. ჩვენ კი აქ ვართ ნეიტრალური ფორუმის შესათავაზებლად, სადაც ისინი შეკრებას შეძლებენ და განიხილავენ შესაძლებლობებს“, – აღნიშნა დეგნანმა.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ დიპლომატები ესაუბრებიან ყველას, ვისთანაც საუბარი შესაძლებელია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: მზად ვართ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, ოღონდ არა შეუსრულებელ საკითხებზე
Next post რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კლინკები იმისთვის, ვაქცინაცია ჩაატაროს – თამარ გაბუნიას კომენტარი