მამუკა მდინარაძე: მზად ვართ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, ოღონდ არა შეუსრულებელ საკითხებზე

Read Time:1 Minute, 2 Second

მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი მზად არის ოპოზიციასთან სასაუბროდ, თუმცა არა ისეთ საკითხებზე, რომლებიც შეუსრულებელია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი განცხადებები ჩვენი პარტნიორების მხრიდან მაშინ, როდესაც მსოფლიოს უმძიმესი ვითარება აქვს, რაც შექმნა პანდემიამპანდემიისგან გამოწვეული კრიზისი ყველა ქვეყანას მძიმედ აწვება და ამ მდგომარეობაში, კიდევ უფრო დამაზიანებელია ე.წ. ბოიკოტი და რეალურად საბოტაჟი ჩვენი ოპოზიციისა, რაშიც პასუხისმგებლობა, ბუნებრივია, მათ ეკისრებათ. ზოგადად, პასუხისმგებლობა ყველაფერზე ჩვენ გვეკისრება, ეს გასაგებია და ამიტომ ვდგამთ ყველა ნაბიჯს და მოვუწოდებთ ყველა პლატფორმიდან, ამიტომ კიდევ ერთხელ მივიღეთ გუშინ ჩვენ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და არ შევუწყვიტეთ უფლებამოსილება.

შესაბამისად, დავტოვეთ ღია კარი იმისთვის, რომ მათ გაიაზრონ თავიანთი გადაწყვეტილებების არამართებულობა. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მზად ვართ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ ოღონდ არა ისეთ საკითხებზე, რომლებიც არის შეუსრულებელი. როდესაც ერთი ადამიანი ამბობს, რომ გაყალბდა არჩევნები და მეორე, ანუ ამ შემთხვევაში, ჩვენ ვამბობთ, რომ არ გაყალბებულა და დამოუკიდებელი დამკვირვებლებიც ამბობენ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ჩატარდა თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, ამ შემთხვევაში, ამასაც კი თუ არ ითვალისწინებენ, კომისიის ფარგლებში, თავად გამოიძიონ თუ იქ რამე სერიოზული გადაცდომა იყო. ამაზეც არ მოდიან, ანუ ისინი სახელმწიფოებრივად და რაციონალურად არ ფიქრობენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დღეს განაცხადა, რომ პარტიების ლიდერები თუ პირველ ადგილზე დააყენებენ საქართველოს ინტერესებს, მოუსმენენ ამომრჩეველს, ეს წაახალისებს გამოსავლის პოვნას და პარლამენტში მუშაობის დაწყებას

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კარლ ჰარცელი: ოპოზიციისთვის მანდატების შენარჩუნება პარლამენტის მხრიდან სწორი ნაბიჯი იყო, ეს გადაწყვეტილება დიალოგის გაგრძელების წინაპირობაა
Next post კელი დეგნანი: თუ პარტიების ლიდერები პირველ ადგილზე საქართველოს ინტერესებს დააყენებენ, ეს პარლამენტში მუშაობის დაწყებას წაახალისებს