კარლ ჰარცელი: ოპოზიციისთვის მანდატების შენარჩუნება პარლამენტის მხრიდან სწორი ნაბიჯი იყო, ეს გადაწყვეტილება დიალოგის გაგრძელების წინაპირობაა

Read Time:29 Second

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ოპოზიციისთვის მანდატების შენარჩუნება პარლამენტის მხრიდან სწორი ნაბიჯი იყო. მისივე თქმით, პარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილება დიალოგის გაგრძელების წინაპირობაა.

„გუშინდელი გადაწყვეტილება აუცილებლად არ გულისხმობს შეთანხმების მისაღწევად შანსების გაზრდას. ჯერ კიდევ ველოდებით ამ ჯადოსნურ სივრცეს, სადაც ყველა მხარე შეთანხმებას შეძლებს. როგორც ვიცით, ოპოზიციის უმრავლესობა გუშინდელი გადაწყვეტილის მოუხედავად ბოიკოტს ინარჩუნებს. გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ჯერ კიდევ ვაწყდებით სირთულეებს, სადაც არცერთი მხარე არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯს, რაც დამარწმუნებდა, რომ შეგვიძლია შეთანხმების მიღწევა, რაზეც ჩვენ, როგორც ფასილიტატორები ვმუშაობთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მრავალკვირიანი ჩიხში შესული პოზიციების შემდეგ, ასევე ჩვენც დავფიქრდით, რამდენად სასარგებლო იქნება სამომავლოდ დიალოგის ფორმატი“, – განაცხადა ჰარცელმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კუჭავა: ევროპის საბჭოზე ერთ-ერთი უმაღლესი შეფასება დაიმსახურა 8 მარტის შეთანხმებამ და აქვე იმედგაცრუებაც ოპოზიციის მიმართ, რომ განხილვებში მონაწილეობა არ მიიღეს
Next post მამუკა მდინარაძე: მზად ვართ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, ოღონდ არა შეუსრულებელ საკითხებზე