რატი იონათამიშვილი: სინამდვილეში, კენჭისყრაზე დადგება არა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებად კანდიდატების არჩევის საკითხი, არამედ მოხდება ლუსტრაცია, ვის ინტერესშია ევრორეკომენდაციების შესრულება და ვინ უცხადებს საბოტაჟს მას

Read Time:38 Second

სინამდვილეში, 30 მაისს კენჭისყრაზე დადგება არა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებად კანდიდატების არჩევის საკითხი, არამედ მოხდება ლუსტრაცია, ვის ინტერესშია ევრორეკომენდაციების შესრულება და ვინ უცხადებს საბოტაჟს მას, ამ კითხვას გაეცემა პასუხი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ვერ მოისმინეს კრიტიკა კონკრეტული კანდიდატების მიმართ, უბრალოდ ამბობენ, რომ არ აძლევენ მათ ხმას.

„ვინც არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს, ის ფაქტობრივად ამით აღიარებს, რომ მთელი თავისი არსებით ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ არჩევანს და ამ ინტეგრაციის მტრობით არის სინამდვილეში დაკავებული. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევ კანდიდატებს კონკრეტულ კრიტერიუმებს უსაზღვრავს კანონი და აქ ძირითადად ორი კრიტერიუმია, ეს არის კვალიფიკაციის და ასევე, მიუკერძოებლობის შეფასების კრიტერიუმი. არც ერთი და არც მეორე თვალსაზრისით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ჩვენ ვერ მოვისმინეთ კრიტიკა ამ კონკრეტული კანდიდატების მიმართ, უბრალოდ ამბობენ, რომ არ ვაძლევთ ხმას“, განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკა ბესელია: სალომე ზურაბიშვილი არ არის ჩვეული ვინმეს გავლენით მოქმედებას – კიდევ უფრო ღია და მკაფიო იქნება მისი კრიტიკა
Next post მამუკა მდინარაძე: ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობის სხდომაზე ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნოდარ ტურძელაძე დაიკავებს ჩემი მოადგილის ვაკანტურ პოზიციას