ეკა ბესელია: სალომე ზურაბიშვილი არ არის ჩვეული ვინმეს გავლენით მოქმედებას – კიდევ უფრო ღია და მკაფიო იქნება მისი კრიტიკა

Read Time:38 Second

სალომე ზურაბიშვილი  არ არის ჩვეული ვინმეს გავლენით მოქმედებას – კიდევ უფრო ღია და მკაფიო იქნება მისი კრიტიკა – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„მმართველი პარტიის აგრესიული გაწყობა პრეზიდენტის მიმართ კიდევ უფრო იზრდება და ისინი ხედავენ საფრთხეს. სალომე ზურაბიშვილი, მე როგორც ვიცნობ მას,  არ არის ჩვეული ვინმეს გავლენით მოქმედებას, ის საკუთრივ დგამს გაბედულ ნაბიჯებს და მგონია, რომ კიდევ უფრო ღია და მკაფიო იქნება მისი კრიტიკა, შეიძლება სუსხიანი მოსასმენად მმართველი პარტიისთვის და ამისთვის რაღაცნაირად ემზადება „ქართული ოცნება“, ამიტომ მათ შეცვალეს ტაქტიკა და ღია კონფრონტაციის ნაცვლად, გაგრძელდება შიდა ომი, მაგრამ ეს არ ცვლის  არაფერს, იმიტომ რომ საფრთხე რომელზედაც პრეზიდენტი საუბრობდა 26 მაისს და საუბრობდა ჯარის წინ მთავარსარდალი ძალიან მნიშვნელოვან რამეზე, რომ  პრორუსული განწყობები დღეს არის უდიდესი ზიანის მომტანი ქვეყნისთვის და იზოლაციისკენ მიაქანებს საქართველოს“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ქადაგიშვილი: “ნაცმოძრაობას” დღის წესრიგი არ აქვს და ახალი გზავნილი შემოიტანეს სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებაზე, თითქოს აქამდე სხვა პოლიტიკაში იყო
Next post რატი იონათამიშვილი: სინამდვილეში, კენჭისყრაზე დადგება არა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებად კანდიდატების არჩევის საკითხი, არამედ მოხდება ლუსტრაცია, ვის ინტერესშია ევრორეკომენდაციების შესრულება და ვინ უცხადებს საბოტაჟს მას