მამუკა მდინარაძე: ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობის სხდომაზე ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნოდარ ტურძელაძე დაიკავებს ჩემი მოადგილის ვაკანტურ პოზიციას

Read Time:22 Second

დღეს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობის სხდომაზე ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ბატონი ნოდარ ტურძელაძე დაიკავებს ჩემი მოადგილის ვაკანტურ პოზიციას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ნოდარ ტურძელაძე არის პროფესიონალი და წარმატებული მენეჯერი.

„წარმატებას ვუსურვებ ბატონ ნოდარს, ის არის უაღრესად კარგი ადამიანი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროფესიონალი, წარმატებული მენეჯერი და დარწმუნებული ვარ, ამ პოზიციაზე ის ბევრ წარმატებას მიაღწევს და ძალიან დაგვეხმარება ფრაქციის მენეჯმენტში“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი იონათამიშვილი: სინამდვილეში, კენჭისყრაზე დადგება არა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებად კანდიდატების არჩევის საკითხი, არამედ მოხდება ლუსტრაცია, ვის ინტერესშია ევრორეკომენდაციების შესრულება და ვინ უცხადებს საბოტაჟს მას
Next post სურათი ამ წუთსაა გადაღებული-ასზე მეტი ზარი შემომივიდა სანამ გზაში ვიყავი სოსოსთან სახლში მიმავალი.სოსო ცოცხალია -დავით ლორთქიფანიძე