რატი იონათამიშვილი: ოპოზიციას არ აქვს რესურსი, რომ არჩევნების გზით წარმატებას მიაღწიოს

Read Time:57 Second
ოპოზიციამ დღეს ფაქტობრივად აღიარა, რომ მათთვის მთავარ პრობლემას ამ შეთანხმების პირველი ნაწილი წარმოადგენს, რადგან მათ არ აქვთ იმის იმედი და რესურსი, რომ არჩევნების გზით შეუძლიათ წარმატების მიღწევა. საზოგადოებას ახსოვს, რომ მათ არც 8 მარტს სურდათ შემდგარიყო შეთანხმება და ეს ფაქტობრივად მათი იძულება იყო, მაგრამ რაც მთავარია, ზუსტად საზოგადოება ხედავს ვინ ეკიდება ამ პროცესებს მაღალი პასუხისმგებლობით და ვის სურს მუდამ დესტრუქციის შეტანა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის მიერ პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებას დემოკრატიის სასარგებლოდ იღებს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელისუფლებო შტოები ვითარდებოდნენ დამოუკიდებლად და ამას ითხოვს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი. ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი და ვინც კი ცდილობს სამართლებრივი და პოლიტიკურ პროცესები ერთმანეთში აურიოს, სწორედ ის ეწინააღმდეგება იმას, რომ ჩვენი სახელმწიფო ვითარდებოდეს დემოკრატიულად და სამართლებრივ პრინციპებზე დაფუძნებით“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​
ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.
ოპოზიციის განცხადებით, შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზეც. 11 მაისს არჩილ თალაკვაძემ მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ ოპოზიციასთან შეთანხმების შინაარსს.
რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, წაიკითხეთ ამ ბმულზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრები ნახსენები არ ყოფილან და ეს ტექსტშიცაა ასახული
Next post თეა წულუკიანი: მუშავდება პროექტი, იქ სადაც აუცილებელი არ არის პატიმრის მოსამართლის წინაშე წარდგენა, ე.წ. ელექტრონული მართლმსაჯულება შენარჩუნდეს