კახა კალაძე: 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრები ნახსენები არ ყოფილან და ეს ტექსტშიცაა ასახული

Read Time:1 Minute, 27 Second
8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრები ნახსენები არ ყოფილან და ეს ტექსტშიცაა ასახული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან ერთად პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როგორც პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, ჩვენი პარტია არის სრულ მზადყოფნაში, რომ ყველა იმ შეთანხმების აღსრულება მოხდეს, რომელიც იყო 8 მარტის ხელშეკრულებაში, ეს არის საჯარო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის ცვლილება და უკლებლივ ჩვენი გუნდის თითოეული წარმომადგენელი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც იყო ამ შეთანხმებში.
მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ ცვლილებებს, იმიტომ, რომ არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც იქნა მიღწეული ელჩების ფასილიტაციის და ელჩების ჩართულობით. შესაბამისად, თუ ამას ოპოზიცია ჩააგდებს, რა თქმა უნდა, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი პასუხისმგებლობა და მგონი, ადამიანები კარგად გააკეთებენ ანალიზს, თუ რატომ უნდა ოპოზიციას ამის ჩავარდნა და რატომ უნდა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება არ და ვერ განხორციელდეს. ყველა ხვდება მათ დღევანდელ მდგომარეობას, სად იმყოფებიან ისინი და რა თქმა უნდა, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ რადიკალურები იყვნენ.
8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრები ნახსენები არ ყოფილან და ეს ტექსტშიც არის ასახული. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს წაიკითხოს და მოისმინოს ასევე ის განცხადებები, რას ამბობდნენ ჩვენი თანაგუნდელები შეხვედრამდე და შეხვედრის შემდეგ და რა განცხადებებს აკეთებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. შესაბამისად, ეს შეთანხმება ბუნებაში არ ყოფილა. ვერ იქნებოდა. შეთანხმება ხომ ის არის, როდესაც ადამიანები რაღაცაზე თანხმდებიან, ის უნდა იყოს შესრულებადი, როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ ვერ ავიღებდით ისეთ პასუხისმგებლობას, რისი კომპეტენციაც ჩვენ არ გვქონდა“, – განაცხადა კალაძე.
ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.
ოპოზიციის განცხადებით, შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზეც. 11 მაისს არჩილ თალაკვაძემ მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ ოპოზიციასთან შეთანხმების შინაარსს.
რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, წაიკითხეთ ამ ბმულზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე-შავით თეთრზე წერია ის, რაზეც სინამდვილეში შეთანხმება მოხდა, პოლიტიკურ პარტიებს შორის 2020 წლის 8 მარტს
Next post რატი იონათამიშვილი: ოპოზიციას არ აქვს რესურსი, რომ არჩევნების გზით წარმატებას მიაღწიოს