თეა წულუკიანი: მუშავდება პროექტი, იქ სადაც აუცილებელი არ არის პატიმრის მოსამართლის წინაშე წარდგენა, ე.წ. ელექტრონული მართლმსაჯულება შენარჩუნდეს

Read Time:32 Second

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, პროკურატურასთან ერთად მუშავდება პროექტი, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომ იქ სადაც აუცილებელი არ არის პატიმრის მოსამართლის წინაშე წარდგენა, ე.წ. ელექტრონული მართლმსაჯულება შენარჩუნდეს. ამის შესახებ მინისტრმა „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს ზრუნვა, რომ დისტანციური მუშაობა ხშირად იყოს გამოყენებული, რადგან კორონამ აჩვენა, რომ ბევრი ადამიანის ერთდროულად ოფისში ყოფნა საჭირო არ არის.

„ასევე ონლაინ სასამართლო პროცესებმა პენიტენციურ სისტემას, პროკურატურას და სასამართლოს ძალიან ბევრი რესურსი დააზოგინა და ჩვენ პროკურატურასთან ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომ იქ სადაც აუცილებელი არ არის პატიმრის მოსამართლის წინაშე წარდგენა, ე.წ. ელექტრონული მართლმსაჯულება სისხლის სამართლის პროცესში შევინარჩუნოთ“, – აღნიშნა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი იონათამიშვილი: ოპოზიციას არ აქვს რესურსი, რომ არჩევნების გზით წარმატებას მიაღწიოს
Next post გიორგი ვაშაძე – ოპოზიცია ერთიანია, საკონსტიტუციო ცვლილებებს პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე მხარდაჭერა არ ექნება