გიორგი ვაშაძე – ოპოზიცია ერთიანია, საკონსტიტუციო ცვლილებებს პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე მხარდაჭერა არ ექნება

Read Time:1 Minute, 18 Second

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები თანხმდებიან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე მხარდაჭერა არ ექნება.

როგორც გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს და ამას მხარს უჭერენ „დასავლელი მეგობრებიც“.

„ოპოზიცია არის აბსოლუტურად ერთიანი საკუთარ პოზიციაში. ერთიანობა გულისხმობს იმას, რომ ორივე საკითხი, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო სისტემის ცვლილება, ეს არის ის შეთანხმება, რომელიც დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით იქნა მიღწეული. ეს შეთანხმება აუცილებლად უნდა შესრულდეს. არ ექნება მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებს პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე, ეს არის ის, რასაც მხარს უჭერენ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატებში მეგობრები, პარტნიორები უმაღლეს დონეზე. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, პირველად მათ რიტორიკაში უკვე შემოვიდა პოლიტპატიმრების ღიად დასახელების საკითხი, უნდა ეს „ქართულ ოცნებას“ თუ არ უნდა. რაც უფრო არასწორ და თაღლითურ ნაბიჯებს გადადგამს, უფრო მკაცრი იქნება შეფასებები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. მათ უნდათ ძლიერი პარტნიორი ამ რეგიონში საქართველოს სახით, მით უმეტეს, ამ უმძიმესი კრიზისის ვითარებაში და ისინი არ დაუშვებენ დემოკრატიის ხელყოფას არც ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან. შეთანხმება უნდა შესრულდეს. მე ძალიან კარგად მახსოვს მათი განცხადებები, რომ არაფერი შეიცვლებოდა საარჩევნო სისტემაში და არაფერი იქნებოდა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. იყო კონკრეტული შეხვედრები მათთან ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომელმაც ერთ დღეში შეცვალა მათი გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, მათ სჭირდებათ იგივე წამალი, რამაც უშველა მაშინ. ეს წამალი იქნება, ამის გარანტიას გაძლევთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

​როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიცია მიზნის მისაღწევად კონსტიტუციით გათვალისწინებულ ყველა ზომას მიმართავს.

„ჩვენ კონსტიტუციით გათვალისწინებულ ყველა ზომას მივმართავთ. ასე გავაკეთეთ 14 ნოემბრიდან, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გადაგვაგდო და მოგვატყუა. განგრძობადი, მშვიდობიანი, არაძალადობრივი აქციები ეს იყო უპრეცენდენტო საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში. თუ საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, ჩვენ ქვეყანას საჯიჯგნად „ქართულ ოცნებას“ არ დავუთმობთ, წერტილი. წერტილებით უყვართ მათ საუბარი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი: მუშავდება პროექტი, იქ სადაც აუცილებელი არ არის პატიმრის მოსამართლის წინაშე წარდგენა, ე.წ. ელექტრონული მართლმსაჯულება შენარჩუნდეს
Next post გიორგი ვოლსკი – ევროპარლამენტმა კი უნდა იცოდეს, რომ პატიმრების საკითხი მხოლოდ სამართლებრივი გზით წყდება