გიორგი ვოლსკი – ევროპარლამენტმა კი უნდა იცოდეს, რომ პატიმრების საკითხი მხოლოდ სამართლებრივი გზით წყდება

Read Time:34 Second

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის შეფასებით, ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადებას იმის თაობაზე, რომ დასავლეთის ქვეყნები საქართველოში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელოდებიან, სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს, თუ არა უცნაური, ვინაიდან მსგავსი საკითხები მხოლოდ სამართლებრივი გზით წყდება.

„უცნაური განცხადებაა, რაც მოვისმინეთ, თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“ აშკარა მხარდამჭერისგან, პარტიული მხარდამჭერისგან, როგორც პიროვნული მხარდამჭერისგან ასეთი განცხადება. ვინაიდან, მან ყველაზე კარგად უნდა იცოდეს, რომ მასალები უნდა შეისწავლოს და თუკი რაიმე აქ პრინციპული პოზიციაა, უნდა სამართლებრივი გზით დაიცვას იგი.

იყო ასეთივე განცხადებები, არანაკლები, ხისტი, პრინციპული, როდესაც ჩვენ ვმსჯელობდით „რუსთავი 2“-ის თემაზე პოლიტიკურ ასპარეზზე და მეორე მხრივ, სამართლებრივი ხაზი განვითარდა ისე, რომ სტრასბურგმა საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან შორს არის იმ მოწოდებებისაგან, რაც ჰქონდათ სახალხო პარტიის წარმომადგენლებს იმ პერიოდში“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვაშაძე – ოპოზიცია ერთიანია, საკონსტიტუციო ცვლილებებს პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე მხარდაჭერა არ ექნება
Next post ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებაზე საუბრები და ყველაფერი გააკეთოს, რათა 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს“