ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებაზე საუბრები და ყველაფერი გააკეთოს, რათა 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს“

Read Time:1 Minute, 9 Second

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთოს, რათა 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს.

როგორც ბურჯანაძემ დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ხელისუფლებას აქვს საკმარისი ხმები საკონსტიტუციო ცვლილების დასამტკიცებლად.

„მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ გონს მოეგოს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ შეთანხმება შესრულდეს და შეწყვიტოს ნებისმიერი საუბრები საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებასთან დაკავშირებით. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლებას აქვს საკმარისი ხმები იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილება გაიტანოს. ასე რომ, ამის ვინმეზე გადაბრალება ნამდვილად არ გამოვა“, – აცხადებს ბურჯანაძემ.

მისი შეფასებით, ბოლო დღეების განმავლობაში ხელისუფლებამ ორი დიდი შეცდომა დაუშვა.

„პირველი – უბრალოდ ვერ ვხსნი, რატომ წამოწია ეს თემა და რატომ გახსნა აღნიშნული დისკუსია და ცეცხლი ოპოზიციის მიმართ, რამაც გამოიწვია საპასუხო ცეცხლი პანდემიის დამთავრებამდე, მაშინ, როდესაც პრაქტიკულად ჩვენ ვიყავით სიჩუმისა და სოლიდარობის რეჟიმში. მეორე – ხელისუფლებამ თავისი უგუნურებით გახსნა პანდორას ყუთი პრაქტიკულად, როდესაც პირველად, ყოველ შემთხვევაში ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, გახმოვანდა სიტყვა პოლიტიკური დევნა და პატიმრები. ეს ოფიციალურად გახმოვანდა. მიმაჩნია, რომ ადრეც იყვნენ, მაგრამ ოფიციალურ დოკუმენტებში პირველად დაფიქსირდა პოლიტიკური პატიმარი საქართველოსთან მიმართებაში“, – განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის და მისი ეკონომიკისთვის ეს ძალიან ცუდია და ხელისუფლებამ გონივრულად უნდა იმოქმედოს.

„ახლა, იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანას ძალიან სჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, ძალიან სჭირდება ეკონომიკური დახმარება და ეკონომიკური ინექციები, ამ დროს პოლიტიკური პატიმრების ტერმინის დამკვიდრება ამერიკის სენატის განცხადებასა და ევროპარლამენტარების განცხადებებში, არის ძალიან ცუდი ქვეყნისთვის, ძალიან ცუდი ჩვენი ეკონომიკისთვის. ამიტომ ხელისუფლებამ სწორად და გონივრულად უნდა იმოქმედოს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი – ევროპარლამენტმა კი უნდა იცოდეს, რომ პატიმრების საკითხი მხოლოდ სამართლებრივი გზით წყდება
Next post ამირან გამყრელიძე – ქვეყანაში ეპიდსიტუაციას აქვს დამშვიდების ტენდენცია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს