რატი იონათამიშვილი ვენეციის კომისიაზე: ვალდებულები ვართ, გავერკვიოთ და საზოგადოებას გავაგებინოთ, რამ გამოიწვია ასეთი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები

Read Time:58 Second

ვინაიდან ასეთი უცნაურობა და უხერხულობა შეიქმნა, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, გავერკვიოთ და საზოგადოებას გავაგებინოთ, რამ გამოიწვია ასეთი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ვენეციის კომისიაში გაგზავნილ უკრაინულ კანონთან დაკავშირებით. ჩვენ ამას აუცილებლად გავარკვევთ და მხოლოდ შემდეგ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას გაგზავნასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ჩვენი პოზიცია ნებისმიერ ეტაპზე იყო საკმაოდ არგუმენტირებული და ობიექტური. როდესაც სწორება ავიღეთ უკრაინულ მოდელზე, ცხადია, ეს მხოლოდ იმიტომ არ მომხდარა, რომ სხვაგან ასეთი პრეცედენტები არ ყოფილა. მიზანი ამ შემთხვევაში იყო ის, რომ ეს კანონი მოწონებული იყო ევროპის საბჭოს მხრიდან. ევროპელ ლიდერებს დადებითი შეფასებები ჰქონდათ ამ კანონთან დაკავშირებით. როდესაც სამი ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე ახალ ეტაპზე გადავიდა, უკრაინას ამ კანონის აღსრულებაზე გაკეთდა მითითება, საქართველოს და მოლდოვას კი ამის შემუშავების მითითება მიეცათ. შესაბამისად, ეს არჩევანი იყო სწორი. რაც შეეხება გადაგზავნის საკითხს, არანაირი პრობლემა არაა და ამის არაერთი გამოცდილება გვაქვს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ, გაგზავნილია მართლმსაჯულების რეფორმასთან და საარჩევნო კანონთან დაკავშირებული საკითხები. აქ დაველოდეთ უკრაინულ მოდელზე პასუხს, ვინაიდან ეს კანონები, თავისი პრინციპებით, შინაარსით, ფორმულებით, არის ერთმანეთის ანალოგიური. ახლა რა შეიცვალა ჩვენთვის, ვინაიდან ასეთი უცნაურობა და უხერხულობა შეიქმნა, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, გავერკვიოთ და საზოგადოებას გავაგებინოთ, რამ გამოიწვია ასეთი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. ჩვენ ამას აუცილებლად გავარკვევთ და მხოლოდ შემდეგ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას გაგზავნასთან დაკავშირებით“, – აცხადებს დეპუტატი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: საქართველოსა და ესპანეთს შორის ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა და ეს გადამწყვეტია ჩვენი ევროპული მომავლისთვის
Next post ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო გააგრძელებს საკუთარ დღის წესრიგს, რაც ორიენტირებულია კონკრეტულ რეფორმებსა და შედეგებზე