ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო გააგრძელებს საკუთარ დღის წესრიგს, რაც ორიენტირებულია კონკრეტულ რეფორმებსა და შედეგებზე

Read Time:39 Second

საქართველო გააგრძელებს საკუთარ დღის წესრიგს, რაც ორიენტირებულია კონკრეტულ რეფორმებზე და ასევე ამ რეფორმებზე დაყრდნობით კონკრეტულ შედეგებზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„ვაგრძელებთ შეხვედრებს და მჭიდრო ურთიერთობებს პარლამენტთან, რომელსაც ყოველთვის აქვს დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ვაცნობთ ევროპარლამენტის წევრებს ჩვენს არგუმენტებს. არსებობს კონკრეტული პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც არის ევროპარლამენტში. ამ კონტექსტზე იქნება ზუსტად მიღებული გადაწყვეტილებები. საქართველო გააგრძელებს საკუთარ დღის წესრიგს, რაც ორიენტირებულია კონკრეტულ რეფორმებზე და ასევე ამ რეფორმებზე დაყრდნობით კონკრეტულ შედეგებზე. ძალიან მალე ყველა რეკომენდაცია შესრულდება და ადეკვატური შეფასება იქნება ევროკომისიის მხრიდან“,- აღნიშნა ჩიქოვანმა.

ევროკომისია გაფართოების შესახებ ვრცელ ანგარიშს, 2023 წლის ოქტომბერში მოამზადებს. მანამდე ევროპარლამენტარებსა და ქართველ კანონმდებლებს შორის , აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. სტრასბურგში მაკა ბოჭორიშვილი და ირაკლი ჩიქოვანი ევროდეპუტატებთან შეხვედრებს მართავენ. დეპუტატებს აქვთ მოლოდინი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ შეფასდება და პოზიტიურად აისახება იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე , რომელიც ბრიუსელმა უნდა მიიღოს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი იონათამიშვილი ვენეციის კომისიაზე: ვალდებულები ვართ, გავერკვიოთ და საზოგადოებას გავაგებინოთ, რამ გამოიწვია ასეთი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები
Next post სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა