შალვა პაპუაშვილი: საქართველოსა და ესპანეთს შორის ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა და ეს გადამწყვეტია ჩვენი ევროპული მომავლისთვის

Read Time:57 Second

ძალიან მნიშვნელოვან და მაღალ დონეზეა ურთიერთობები საქართველოსა და ესპანეთს შორის და ეს გადამწყვეტია ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენი საპარლამენტო კავშირებით ვიყოთ მუდმივად კონტაქტზე ჩვენს კოლეგებთან. ვაპირებთ, მათ მუდმივად ჰქონდეთ ინფორმაცია, მათ შორის 12 პუნქტთან დაკავშირებულ პროგრესზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ესპანეთის პარლამენტის კონგრესში. მისივე თქმით, შეხვედრებზე ესპანეთის მხარე საქართველოს ევროპული მომავლის ღია მხარდაჭერას გამოხატავს.

„დღეს შეხვედრები გვქონდა კონგრესში. ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატაში, ასევე კონგრესის პრეზიდენტთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებთან და თავმჯდომარეებთან.ყველა ეს შეხვედრა არის დატვირთული ერთი თემით – ეს არის საქართველოს ევროპული მომავლის ხელშეწყობა. ეს არის მთლიანად ესპანეთის პარლამენტის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და ჩვენ ეს პოზიტიურ განწყობაზე გვაყენებს, გამომდინარე იქედან, რომ ესპანეთს ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროკავშირში.

გარდა ამისა, ესპანეთი მომავალ წელს გახდება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ჩვენ ვნახეთ, რომ სენატმა, სულ ახლახანს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროკავშირს, რომ გაწევრიანების გზაზე მიიღოს პოზიტიური გადაწყვეტილებები საქართველოს მიმართ. ასეთივე მხარდაჭერა გვაქვს კონგრესისგან. აღსანიშნავია, რომ სენატის დელეგაცია გვეწვევა იანვარში საქართველოში და ექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდეთ საუბრები“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გარდაიცვალა ზურაბ კიკნაძე
Next post რატი იონათამიშვილი ვენეციის კომისიაზე: ვალდებულები ვართ, გავერკვიოთ და საზოგადოებას გავაგებინოთ, რამ გამოიწვია ასეთი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები